სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების კომიტეტს სამართალმცოდნეები და ფსიქოლოგი უხელმძღვანელებენ
03-01-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს - პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი იქნება, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა წარადგინა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა ასევე, კენჭი უყარეს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ფრაქცია „ქართული ოცნების“ კვოტით წარდგენილ, მაია მენაღარიშვილის კანდიდატურას და მას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ განათლება უნდა იყოს ეროვნული თანხმობის ნიშანი:

„განათლება არ არის პოლიტიკური საკითხი და უნდა იყოს ეროვნული თანხმობის საკითხი, და თქვენთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებ, რათა მნიშვნელოვანი რეფორმები და საკითხები გადავჭრათ“.

აღსანიშნავია, რომ თამარ ტალიაშვილი სპეციალობით სამართალმცოდნეა, გახლავთ სამართლის დოქტორი, თავად გიორგი ამლახვარიც სამართალმცოდნეა, ხოლო მაია მენაღარიშვილი სპეციალობით არის ფსიქოლოგი.

იხილეთ ასევე:

რა განათლება და სამუშაო გამოცდილება აქვს, განათლების კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს - გიორგი ამილახვარს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება