სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

„პირველკლასელთა აკადემია“ ავტორმა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, მესტიასა და იმერეთის გუბერნიაში წარადგინა
27-12-2021
-
+


წინასაახალწლო ფუსფუსი და სადღესასწაულო განწყობა საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში იგრძნობა. განსაკუთრებული მოლოდინი ბავშვებს აქვთ, რომლებიც საჩუქრებს მოუთმენლად ელიან, წიგნი კი ასეთ დროს შეუცვლელია.

„პირველკლასელთა აკადემია“, „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შექმნილი წიგნი+რვეული პატარებს ნამდვილად შეუქმნის საოცარ განწყობას. ესაა უნიკალური სახელმძღვანელო, რომელიც ამაყად შეუძღვება ბავშვებს წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში და რაც მთავარია, მოამზადებს ისეთი უმნიშვნელოვანესი ეტაპისთვის, რასაც სასკოლო ცხოვრება ჰქვია.

განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის მომავალი თაობების განათლება უდავოდ პრიორიტეტია და ისიც კარგად უწყიან, რომ წარმატებულ სახელმწიფოს განათლებული მოქალაქეები ქმნიან. ფაქტია, რომ არაფორმალური განათლების პროექტები, ფორმალური განათლების მხარდამხარ, ემსახურება უმთავრეს მიზანს - მომავალი თაობების წიგნიერებას.

„პირველკლასელთა აკადემიამ“ კი გამოცემისთანავე დაიპყრო არა მხოლოდ პატარა მკითხველის, არამედ უფროსების გულიც და მცირე დროში, ავტორთან ერთად, თითქმის მთელ საქართველოში „იმოგზაურა“.

ამჯერად, ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა სახელმძღვანელო თავდაპირველად რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის გუბერნიაში წარადგინა, პროექტის პრეზენტაციას, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი და მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

შემდეგი საქმიანი შეხვედრა მესტიაში შედგა, სადაც შეხვედრას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კვირის ბოლოს კი წიგნის ავტორი იმერეთის გუბერნიას ესტუმრა და „პირველკლასელთა აკადემია“ გუბერნატორს ზვიად შალამბერიძეს გააცნო.

პრეზენტაციებზე ავტორმა დამსწრეებს დეტალურად გააცნო „პირველკლასელთა აკადემიის“ მთავარი დანიშნულება, საუბარი შეეხო ბავშვებსა და განათლების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პანდემიურ პერიოდში.

საქმიან-მეგობრულ ვიზიტზე დამსწრეებმა მხარი დაუჭირეს ახალ უმნიშვნელოვანეს პროექტს, უსურვეს წარმატებები და გამოთქვეს მზაობა სამომავლო თანამშრომლობისათვის. მალე „პირველკლასელთა აკადემია“ ყველა პატარას ოჯახში დაიდებს ბინას, იქცევა მათ უერთგულეს მეგობრად და რაც მთავარია, ამაყად შეუძღვება ცოდნის ტაძარში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება