სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

„განსაკუთრებით ონლაინ სწავლების დროს, izrune.ge ჩვენთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია“ - თინიკო ჩხაიძე
22-12-2021
-
+


წარმატებისკენ ბიძგი, მოტივაციის ამაღლება, წახალისება, საკუთარი მიღწევების სხვებისთვის გაზიარების უნარი - სწორედ ეს არის izrune.ge-ს დანიშნულება და მისია. მისი მნიშვნელობა პანდემიის პირობებში განსაკუთრებით იზრდება, რადგან  სასწავლო პროცესი ყველაფრის მიუხედავად მაინც გარკვეული შეფერხებებითა და წყვეტით მიმდინარეობს, მოსწავლეებს კი ხშირად დისტანციურად სწავლა უწევთ. მოსწავლეთა განვითარება კი დამრიგებელთა მთავარი, ყოველდღიური საზრუნავიცაა, ისინი ცდილობენ, რომ მოსწავლეები მეტად გაააქტიურონ და ტესტებში ჩართონ, ერთად მიაღწიონ წარმატებას, გაახარონ სკოლა, მშობლები და მთლიანად რეგიონი. ასეთ მასწავლებლებს კარგად აქვთ გააზრებული განათლების მნიშვნელობა, ადრეული ასაკიდანვე გამარჯვების და შრომის უნარს უყალიბებენ თავიანთ მოსწავლეებს.

სწორედ ასეთი პედაგოგია ბათუმის N14 საჯარო სკოლის მასწავლებელი, III კლასის დამრიგებელი თინიკო ჩხაიძე. მისი სადამრიგებლო კლასი ჩართულია „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასი ბათუმიდან“ პროექტში, სამჯერ (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) მოიპოვეს სუპერ კლასის ტიტული და ორჯერ გახდენენ „მომავლის კლასის“ ტიტულის მფლობელები.



კლასის და საკუთარ მიღწევებზე, სასკოლო ცხოვრებაში izrune.ge-ს მნიშვნელობაზე სამომავლო გეგმებსა და საახალწლო სამზადისზე თინიკო ჩხაიძე თავად გვესაუბრა.

- როგორ დაიწყო თქვენი და izrune.ge-ს ურთიერთობა და რატომ გადაწყვიტეთ ამ პროექტში ჩართულიყავით?

- ჩვენ უკვე თითქმი სამი წელია izrune.ge-ში ვართ ჩართული. მახსოვს ერთ-ერთი მოსწავლის დაჯილდოება იყო და წავედი როგორც საგნის მასწავლებელი. იქ გავეცანი თქვენი პროექტის შესახებ ინფორმაციას. იმ დღის შემდეგ აქტიურად ვართ ჩართული, მთლიანად კლასი და მშობლებიც.


- თქვენი მოტივაციით მშობლების დაინტერესებაც მოახერხეთ? რა ფორმით არიან ჩართული პროექტში?

- რა თქმა უნდა, მშობლები ძალიან დაინტერესდნენ. როცა შეხედეს ბავშვები ხალისით აკეთებდნენ ტესტებს, წიგნებს აძლედვდნენ და მოტივაციაც აუმაღლდათ, მათი აქტიურობაც გაიზარდა. ცალკე ჯგუფი გვაქვს, სადაც მშობლები არიან გაერთიანებული, ტექსტებს ვსქრინავთ, ვაზიარებთ და შემდეგ ვამოწმებ როგორ ასრულებენ დავალებებს ბავშვები.  ზოგიერთი  მშობელი მგონი მოსწავლეზე მეტადაც აქტიურობს. 


- ნოემბრის შემაჯამებელ ტესტში ძალიან კარგი შედეგი აჩვენეთ, ოქროს და ვერცხლის დიპლომები მოიპოვეთ, რას ნიშნავდა ეს წარმატება თქვენთვის?

- კი ნამდვილად ასე იყო, რადგან ბავშვები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული, თავს არ ვზოგავდით რომ მაღალი შედეგები დაგვედო. ეს წარმატება სტიმული იყო არა მარტო მათთვის, არამედ ჩემთვისაც - პატარა ბავშვივით მიხაროდა. სხვათა შორის ჩვენ სკოლაში სხვა კლასებიც აქტიურად არიან ჩართული. პასუხისმგებლობის გრძნობაში გადაიზარდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ მარტო კლასს კი არ ვასახელებდით, არამედ სკოლის სახელზეც ვზრუნავდით.


- დარწმუნებული ვარ თქვენი დამსახურებაა ეს წარმატება, გუნდურობისა და მონდომების...

- კი, მაგრამ მშობლები რომ არ გამომყოლოდნენ, სკოლიდან მხარდაჭერა არ გვქონოდა, მე მარტო ვერ შევძლებდი. ამ ტესტებს ხომ ბავშვები სახლში აკეთებენ, მე ძალიან მადლობელი ვარ მათი, რომ გააქტიურდნენ და ჩართეს თავიანთი შვილები. ჩვენი სამკუთხედი შეიკრა - მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი, ამიტომ მოვიპოვეთ წარმატება.


- რას ნიშნავს „საქვეყნო მნიშვნელობის კლასებს“ შორის ყოფნა?

- კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ვეცდებით ეს ტიტული არ დავკარგოთ, კიდევ უფრო წინ წავიდეთ. კონკურენციის ფაქტორიცაა და კარგად მუშაობს, გვინდა რომ ვიყოთ ლიდერ სკოლებს შორის და კიდევ უკეთესები გავხდეთ. აქამდე მოპოვებულ ყველა ტიტულს აუცილებლად დავიცავთ.


- ტესტირებისთვის მზადების პროცესი როგორია? 

- ჩვენც გვაქვს ჩატი და გვყავს izrune.ge-ს მენეჯერი, რომელიც ძალიან აქტიური და კარგი გოგონაა. ძალიან მინდა ეს აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის.  ყოველთვის პირადად მიგზავნის სიახლეებს. მასალებსაც გვიგზავნის, წიგნიერების დღეა თუ რაც არის - ყველაფერს გვიკონკრეტებს და ესეც გვიადვილებს ჩართვის პროცესს.

- როგორია მოსწავლეთა და თქვენი ემოციები წარმატების შემდეგ? რა მოგცათ ყველაზე მნიშვნელოვანი izrune.ge-მ?

- ყოველ გამარჯვებას ძალიან დიდი სიხარულით ვხვდებით, როცა ონლაინ სწავლება არ იყო გაცილებით საზეიმოდ ვახერხებდით, მაგრამ ახლაც ვცდილობთ, რომ სადღესასწაულო გარემო შევქმნათ და დირექცია ამასი ძალიან გვეხმარება - დირექტორი, სასწავლო ნაწილი... ყოველთვის ჩვენთან ერთად იზიარებენ სიხარულს. 

ბავშვებმა თავიანთი ცოდნის შეჯამება ისწავლეს, იციან, რა გამოსდით და რა არა. ხვდებიან რას უნდა მიაქციონ ყურადღება.  ამ ონლაინ სწავლების დროს, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია. ბავშვები სახლში არიან ჩაკეტილი. შეიძლება მასწავლებლებსაც შეგვიძლია მსგავსი აქტივობები გავაკეთოთ, მაგრამ თქვენ მაინც სხვანაირად აკეთებთ, უფრო მაღალი ხარისხის და მრავალფეროვანი ტესტები გაქვთ. ბავშვები მიხვდენენ კლასგარეშე ლიეტრატურის მნიშვნელობა, ეს მომწონს განსაკუთრებით, რადგან თუ ტექსტი არ წაიკითხა კითხვას პასუხს ვერ გასცემს. მოტივაცია გვაქვს, ყველას უნდა თავის შრომის შედეგი დაინახოს და მიხარია, რომ ჩემმა პატარებმა  ამდენს მიაღწიეს, არ მობეზრდათ, კიდევ და კიდევ მეტი უნდათ, ორჯერ გავხდით მომავლის კლასი და კიდევ ვაპირებთ.

- ქალბატონო თინიკო, ჩვენი საუბრი ბოლოს მოახლოებულ ახალ წელზე და საახალწლო განწყობაზეც ვისაუბროთ. როგორ ემზადებით?

- რა თქმა უნდა, პანდემიის და რეგულაციების გამო დიდ ღონისძიებებს ვეღარ ვაკეთებთ, თუმცა უსამართლობაა რომ ბავშვებს ამ დღესასწაულის სიხარული წავართვათ, ამიტომ მოკრძალებულად, თუმცა სიხარულით, მუსიკის მასწავლებლის დახმარებითა და აქტიურობით კლასში გავმართავთ ღონისძიებას. საახალწლო განწყობა აუცილებლად გვაქვს და მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტ წარმატებებს ველოდებით. 

აუცილებლად მინდა მადლობა გადაგიხადოთ მთლიანად „ეტალონსა“ და izrune.ge-ს შესანიშნავი პროექტებისთვის, წარმატებებისა და წინსვლის წელი მინდა გისურვოთ. მრავალი წელი მდგარიყავით მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების სადარაჯოზე.

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

მასწავლებლებისთვის - საგამოცდო დრო, მაქსიმალური ქულები და შეფასების კრიტერიუმები საგნების მიხედვით, ცნობილია

ცნობილია, რა კრიტერიუმებით შეაფასებენ აბიტურიენტების ნაშრომებს და რა იქნება თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დრო

 

რაც შეეხება XII კლასს, ეს რჩება მოსწავლეებისთვის არჩევით კომპონენტად

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

სკოლაში განსაკუთრებული სიყვარულითა და სიამაყით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ღონისძიებას ესწრებოდნენ ნინოწმინდის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები,

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება