| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავსტრალიაში სასწავლო წლის დასრულებისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებაზე გასაბერი ბატუტიდან ჩამოვარდნის შედეგად ოთხი მცირეწლოვანი დაიღუპა 5 კი დაშავდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ბიბისი“ აღნიშნავს, უბედურ შემთხვევას სასამართლო ექსპერტიზის გამომძიებლები შეისწავლიან.
ინციდენტი ტასმანიის კუნძულზე მდებარე ქალაქ დევენპორტში მოხდა, სასწავლო წლის დასრულებისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებაზე. პოლიციის ინფორმაციით, კოშკის ფორმის მქონე გასაბერი ბატუტი, რომელზედაც დაწყებითი სკოლის რამდენიმე მოსწავლე იმყოფებოდა, ძლიერმა ქარმა ჰაერში ასწია 10 მეტრამდე. კონსტრუქციიდან ცხრა ბავშვი გადმოვარდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია ოთხი მცირეწლოვანი და დაშავებულია ხუთი, რომლებიც ჰოსპიტალში არიან გადაყვანილნი.
შემთხვევას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი გამოეხმაურა და ინციდენტს „წარმოუდგენლად სულის შემძვრელი“ უწოდა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას