სიახლეები
ეტალონი

„ისეთ პრესტიჟულ პროექტში გამარჯვება, როგორიც „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატია, საამაყოა“ - თბილისში „ეტალონი“ მოსწავლეები გამოვლინდნენ
13-12-2021
-
+


„ეტალონი“ უკვე მრავალი წელია მოსწავლეების განათლების ამაღლებასა და მოტივაციაზე ზრუნავს. პროექტის მიზანს არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, განათლებული ახალგაზრდების გამოვლენა და მათი წახალისება წარმოადგენს და მიუხედავად იმისა, კოვიდპანდემიის გამო არაერთი პროექტი შეჩერდა, სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ეტალონს“ არც ამ რთულ პერიოდში გადაუხვევია მთავარი მიზნისთვის. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ახლაც წარმატებით მიმდინარეობს და ერთგული თანამოაზრეების, ჭეშმარიტი „ეტალონელების“ დამსახურებით სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს.

ამჯერად საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონის“ თბილისის რაიონების დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ.

ტიტულები გლდანი-ნაძალადევის რაონის N191 საჯარო სკოლის მოსწავლემ თინათინ ბარბაქაძემ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის N166 საჯარო სკოლის მოსწავლემ კესო მღვდელაძემ, ისანი-სამგორის რაიონის N219 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ომიაძემ, ვაკე-საბურთალოს რაიონის N171 საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ბითაძემ და ძველი თბილისის რაიონის N49 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლიზა შამანაურმა მოიპოვეს.

Etaloni.ge თბილისის ხუთივე რაიონის „ეტალონ მოსწავლეს“, მათი სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს ესაუბრა, რათა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე მათი აზრი მოგვესმინა:

თინათინ ბარბაქაძე, „გლდანი-ნაძალადევის „ეტალონი“ მოსწავლე:

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვება ძალიან გამეხარდა და ეს ჩემთვის ძალიან საამაყო მიღწევაა. რადგან მე-8 კლასში ვარ, წელს ეს ჩემთვის პირველი შესაძლებლობა იყო, რომ გამომეცადა საკუთარი თავი ამ პროექტში, შესაბამისად გამარჯვება უფრო მეტად მოულოდნელი იყო და ემოციაც გამძაფრებული, რა შედეგიც არ უნდა ვაჩვენო შემაჯამებელ კონკურსზე, უკვე ბევრი რამე შევიძინე „ეტალონით“, ეს კი მომავალში უფრო მეტ მოტივაციას მომცემს, რომ წარმატებას მივაღწიო".

თინათინ ბაქრაძე, თბილისის N191 საჯარო სკოლის დირექტორი:

მადლობას გიხდით ამ ინტელექტ-ჩემპიონატის ორგანიზებისა და განხორციელებისთვის. ასეთი სახის პროექტში მონაწილეობა მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას წარმოაჩინოს საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები, ხელს უწყობს ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, პასუხისმგებლობისა და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას. მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების მიღების, საგანთა შორის ინტეგრირებისა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისათვის. სკოლისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის წარმატება, როგორც მოტივაცია მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის. ზრდის ჩართულობას როგორც სასკოლო, ასევე სკოლის გარეთ დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობაში. ბუნებრივია, თითოეული მოსწავლის შედეგი დადებითად აისახება სკოლის იმიჯსა და ავტორიტეტზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის მომავალი წარმატებისათვის. რაც შეეხება გამარჯვებულს, თინათინ ბარბაქაძე არის ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლე, გამოირჩევა მრავალმხრივი ინტელექტით, პასუხისმგებლობის გრძნობით. ის სარგებლობს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ავტორიტეტით, არის კომუნიკაბელური, აქტიურადაა ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. დარწმუნებული ვართ მის სამომავლო წარმატებებში". 

 მზია ფუნთუშაშვილი, თბილისის N191 საჯარო სკოლის მასწავლებელი:

„თინათინი ძალიან აქტიური და კარგი მოსწავლეა, უყვარს კითხვა და ყოველთვის დაინტერესებულია, რომ სიახლეებს გაეცნოს. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან საინტერესო და შემეცნებითი პროექტია, წლებია ჩვენ ვთანამშრომლობთ, გვყავდა კიდეც მოსწავლე, რომელიც ასევე ფინალში გავიდა. ბავშვებს ძალიან უყვართ და აქტიურობენ რომ ჩაერთონ“.

კესო მღვდელაძე, „დიდუბე-ჩუღურეთის „ეტალონი“ მოსწავლე:

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვებას ვერც კი წარმოვიდგენდი, საოცარი განცდა იყო, როცა გავიგე რომ „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოვიპოვე, ჩემს ამ წარმატებაში ძალიან დიდი როლი სკოლამ და მასწავლებლებმა შეასრულეს, რისთვიაც მადლობას ვუხდი და თუ შევძელი მათი შრომი დაფასება, ეს ჩემთვის კიდევ უფრო სასიხარულოა. გამოცდილებაც ძალიან დიდი მივიღე და ასევე მოტივაცია მომცა იმისთვის, რომ უფრო მეტი გავაკეთო მომავლისთვის. თვითშეფასებაც ძალიან ამიმაღლდა“.

ირმა ომანაძე, თბილისის N166 საჯარო სკოლის დირექტორი:

„კესო ათოსანი მოსწავლეა, ძალიან კარგი ქულები აქვს და შესაბამისად წარმატებულიცაა ნებისმიერ სასკოლო საგანში, არის მოწესრიგებული, თვითმმართველობის წევრია, აქტიურადაა ჩართული როგორც სასკოლო, ასევე სკოლის გარეთ პროექტებში. ადამიანური თვალსაზრისითაც ძალიან მეგობრულია და შეუძლია სხვებსაც გაუწიოს დახმარება. მშობელიც ძალიან აქტიური ჰყავს და ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. ძალიან მიხარია, რომ ასეთ რთულ პირობებში ახერხებთ და ახორცილებეთ, თუნდაც დისტანიცური ფორმით „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატს. ჩვენ ყოველთვის ვმონაწილეობდით, სამი წლის წინ როცა ბათუმში იყო ფინალი, იქაც მონაწილეობდა ჩვენი სკოლის მოსწავლე. ძალიან დიდ პატივს ვცემ გოჩა ტყეშელაშვილს, რომ თავდაუზოგავად იბრძვის ამ პროექტისათვის და ამდენი წელია შრომობს“.

მაგდანა მდივანი, თბილისის N166 საჯარო სკოლის მასწავლებელი:

„ეტალონს“ ახლა არ გავეცანი, რაც დაიწყო და არსებობს ძალიან მომწონს და ვგულშემატკივრობ ამ პროექტს, მივესალმები რომ ასეთი ინტელექტ-ჩემპიონატი არსებობს მოსწავლეებისთვის. რაც შეეხება გამარჯვებულს, კესო შესანიშნავი მოსწავლეა, წარჩინებულია და საერთოდ ყველანაირი თვალსაზრისით. ზოგადად „ეტალონის“ მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეების წარმატებებს და არც ჩვენი ბავშვები არიან გამონაკლისი, აქტიურად მომაწილეობენ სხვადასხვა პროეტებში და ჯილდოვდებიან შესაბამისად. სკოლა მათი ნებისმიერი წარმატებით ძალიან ამაყობს“.

მარიამ ომიაძე, „ისანი-სამგორის ეტალონი მოსწავლე“:

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვებამ ძალიან დიდი სტიმული მომცა, წელს პირველად გადავწყვიტე რომ მონაწილეობა მიმეღო და წარმატებამ რა თქმა უნდა უზომოდ გამახარა. ვფიქრობ, ბევრი თვალსაზრისით საინტერესოა ასეთ პროექტში მონაწილეობა და პირველ რიგში გამოცდილებისთვის, შემდეგ კი თავდაჯერებულობს და მოტივაციას გმატებს“.

შალვა ხუციშვილი, თბილისის N219 საჯარო სკოლის დირექტორი:

„პირადად მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რომ არსებობთ თქვენ და არსებობს თქვენი „ეტალონი“, იმიტომ რომ ძალიან დიდ ინტერესს იჩენენ მოსწავლეები და იღრმავებენ საკუთარ ცოდნის დონეს. ჩვენმა მოსწავლემ მარიამ ომიაძემ საპრიზო ადგილი დაიკავა, გამუდმებით კითხულობს, უნდა რომ აიმაღლოს ინტელექტი და თავისი ცოდნის დონე. ეს ძირითადად თქვენი დამსახურებაა, თნდაც ამ პროექტის დამსახურება. კიდევ და კიდევ მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის. სისტემატურად ჩვენი სკოლა იღებს მონაწილეობას, სამი წლის წინაც ისანი-სამგორის რაიონში ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო გამარჯვებული“.

მარინე პეტრიაშვილი, თბილისის N219 საჯარო სკოლის მასწავლებელი:

„ჩვენი სკოლა, რაც „ეტალონი“ არსებობს, ყოველთვის ჩართულია ამ საგანამანათლებლო პროექტში, ყოველთვის ვიღებთ მონაწილეობას. მინდა გითხრათ, რომ სამი წლის წინ ასევე ჩვენი სკოლის მოსწავლე ნინო ხიმშიაშვილი გახდა „ისანი-სამგორის ეტალონი მოსწავლე“. „ეტალონი“ არის ინტელექტუალური პროექტი, სადაც მოსწავლეეებს თავიანთი თავის წარმოჩენის საშუალება ეძლევათ, შეკითხვებს ხალისით პასუხობენ, მომწონს ის, რომ თითქმის ყველა საგნიდან არის კითხვები შეტანილი მთლიან პროგრამაში. თუ მოსწავლეს კითხვაზე პასუხი არ აქვს, მას მაინც უნარჩუნდება ის ორი ქულა თავშეკავების შემთხვევაში. როგორც დიდი ილია ბრძანებს: „ბედი იმისია ვინც ძლიერია, ძლიერი კი მარტო მცოდნე კაცია“, ეს არის სწორედ „ეტალონის“ დევიზიც“.

გიორგი ბითაძე, „ვაკე-საბურთალოს ეტალონი მოსწავლე“:

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი დიდი და პრესტიჟული პროექტია, ამიტომ გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო და შესაბამისად ასეთ პროექტში გამარჯვება რა თქმა უნდა ძალიან საამაყოა. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, როდესაც გავიგე გამარჯვების შესახებ, გაეხარდა ყველას - მშობლებს, მასწავლებლებს. იმედი მაქვს ფინალურ ეტაპზეც წარმატების და გამარჯვების“.

ქეთევან ქსოვრელი, თბილისის N171 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან მომწონს და საერთოდ ყველა პროექტი, რომელშიც მოსწავლეები ერთვებიან და ცოდნას იმაღლებენ, რა თქმა უნდა მისასალმებელია. ეს უფრო დასაფასებელია პანდემიის პირობებში და ძალიან მიხარია, რომ ასეთი წარმატებული აღმოჩნდა ჩემი მოსწავლე, მოინდომა, ჩაერთო და გამარჯვებაც მოიპოვა. გიორგი ძალიან კარგი მოსწავლე და იმსახურებდა ამ გამარჯვებას“.

ლიზა შამანაური, „ძველი თბილისის ეტალონი მოსწავლე“:

„ეტალონში“ გამარჯვება ძალიან გამეხარდა. არ ველოდი გამარჯვებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სკოლა და მოსწავლე მონაწილეობდა. საამაყოა ასეთი მასშტაბის პროექტში, რომ წარმატებას აღწევ, ეს შემდგომში უფრო მეტი შრომისკენ გიბიძგებს. ჩემი აზრით „ეტალონი“ მოსწავლეებს ცოდნასა და გამოცდილებას აძლევს. როდესაც გავიგე რომ ტარდებოდა, მაშინვე შევთანხმდი მასწავლებელთან, რომ მივიღებდი მონაწილეობას“.

მანანა ალიბეგაშვილი, თბილისის N49 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ლიზა ძალიან კარგი მოსწავლეა, საინტერესო ადამიანია პირველ რიგში, მოტივირებულია და  სხვადასხვა პროექტებში აქტიურად არის ჩართული. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა, რომ მან „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა, რითაც ვამაყობთ. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პროექტია, ყოველთვის მხარს ვუჭერთ არამარტო ინტელექტ-ჩემპიონატს, არამედ თქვენს ყველა წამოწყებას. გასახარია, რომ ბავშვები თავად იჩენენ ინიციატივას და ერთვებიან აქტიურად. გისურვებთ სამომავლო ბევრ წარმატებას“.

ანა ბედიაშივილი, თბილისის N49 საჯარო სკოლის მასწავლებელი:

„ძალიან გამეხარდა ჩვენი მოსწავლის ლიზა შამანაურის წარმატება, დიდი ხანია ვგულშემატკივრობ თქვენს პროექტს, „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატს და ყველა წამოწყებას. შესაბამისად ყოველთვის განსაკუთრებით მიხარია, როდსაც ჩვენი სკოლის მოსწავლეები აღწევემ ასეთ წარმატებებს. მადლობა თქვენ და ჩვენს მოსწავლეს წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებ“. 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
პიროვნება

აბიტურიენტი რომ ვიყო პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი

 

ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
„თეატრი ბავშვის სულიერ აღზრდას ემსახურება და ესთეტიკური გემოვნების ფორმირებას უწყობს ხელს“
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრი მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, იმყოფებოდნენ მასწავლებლის სახლში
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება