სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლებსა და ბაღებში სავალდებულო გავხადოთ სახელმწიფო დროშის აღმართვა და ჰიმნის შესრულება“ - ახალი წესი
10-12-2021
-
+


პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა კახა კახიშვილი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესში“ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა. კანონპროექტის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში სავალდებულო უნდა იყოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალის ჩატარება, გერბის აღმართვის ვალდებულება და ჰიმნის შესრულება. 

„შევიტანოთ ცვლილებები და კანონპროექტის შედეგად, სავალდებულო გავხადოთ სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში. ასევე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ ფიზიკურ და იურიდიული პირების შენობებზე. ანუ საუბარი რაზეა, კერძო სკოლებზე და კერძო საბავშვო ბაღებზე, სადაც აუცილებლად უნდა იყოს აღმართული საქართველოს დროშა, თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გამოკრული სრული სახით სახელმწიფო გერბი და ამავდროულად ჩვენი ჰიმნის სიტყვები. მეტიც, ბაღსა და სკოლას დაევალება, რომ მინიმუმ კვირაში ერთხელ მაინც მოხდეს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი, გერბის პატივისცემა და ჰიმნის სიმღერა“, - აღნიშნა კახნიშვილმა. 

აღსანიშნავია, კანონპროექტის განხილვისას დეპუტატებმა გამოთქვეს იდეა, რომ აღნიშნული კანონის დარღვევის შემთხვევაში ფულადი ჯარიმაც დაწესდეს. კანონპროექტს პირველი მოსმენით დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. 

დამატებით გაცნონებთ, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, „კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა, ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას, ერთ დაწესებულებას დაახლოებით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ხარჯი ექნება კანონპროექტით გათვალისწინებუბლი ცვლილების შემდეგ.

კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს სახელმწიფო დროშის, სახელმწიფო გერბისა და სახელმწიფო ჰიმნის განთავსების ვალდებულება ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების/სკოლის შენობებზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირის შენობებზე, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება