სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ღირსეული პენსიის სანაცვლოდ, პედაგოგების  ნაწილი თანახმაა, სკოლა დატოვოს
29-12-2021
-
+


საჯარო სკოლებში დაახლოებით 60 ათასი მასწავლებელი მუშაობს. ოფიციალური სტატისტიკით, იმ პედაგოგების რაოდენობა, რომლებიც ხელფასთან ერთად პენსიას იღებენ, 11 923-ს შეადგენს.

კაცები პენსიას 65 წლის ასაკიდან იღებენ, ქალები კი 60 წლიდან. 2021 წლიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 240 ლარია; 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის კი - 275 ლარი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის იანვრიდან პენსია იზრდება. 

საპენსიო ასაკის მასწავლებლების ნაწილი მზადაა, სამსახურზე უარი თქვას, თუ ღირსეული პენსია ექნება. კითხვაზე - რამდენია თანხა, რომელსაც პენსიონერი პედაგოგები დასჯერდებოდნენ და სამსახურზე უარს იტყოდნენ, ისინი გვპასუხობენ, რომ იმდენი, რამდენსაც ხელფასის სახით იღებენ.

„მასწავლებლები განსხვავებულ პენსიას უნდა იღებდნენ სამუშაო სტაჟის მიხედვით. ეს ისეთი პროფესიაა, მასში მთელ ცხოვრებას დებ, ენერგიას, ძალას და რაც მთავარია - წლებს, მთელს შენს დროს. საპენსიო ასაკის პედაგოგები ვინც ვართ სკოლაში, 25-30-40 წელია ამ პროფესიით ვცხოვრობთ, რატომ არ უნდა იყოს განსხვავებული პენსია ჩვენთვის?!“ - გვესაუბრება თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი.

„გაუთანაბრონ ჩვენი პენსია ხელფასს და წავალ სკოლიდან - ასე ახალგაზრდებსაც მიეცემათ დასაქმების საშუალება და ჩვენც მშვიდი სიბერე გვექნება. 45 წელი სკოლას შევალიე, შვილო... უზომოდ მიყვარს ჩემი ბავშვები, არაერთი ღირსეული თაობა აღვზარდეთ, მაგრამ დროა, შეველიოთ ამ ყველაფერს და ახალგაზრდებს დავუთმოთ გზა, თუმცა მხოლოდ პენსიით თავს ვერ გავიტან... ამიტომაც ვრჩები სამსახურში“ - აღნიშნავს კიდევ ერთი მასწავლებელი.

ორი წლის წინ განათლების რეფორმის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდო დააწესა, რომლის სანაცვლოდაც სკოლიდან 8 870 მასწავლებელი წავიდა. პედაგოგებმა საპენსიო ჯილდოს სახით 2 წლის ხელფასი წინასწარ აიღეს და პროფესიიდან გავიდნენ. მიუხედავად რეფორმის წარმატებისა, მასწავლებლის საპენსიო ჯილდოს გაცემა ამ ეტაპზე არ განიხილება.


იხილეთ ასევე: ფულადი ჯილდო 8 870-მა მასწავლებელმა მიიღო - რომელ რეგიონში გავიდა პროფესიიდან ყველაზე მეტი საპენსიო ასაკის პედაგოგი?

ხელფასთან ერთად პენსიას 11 923 მასწავლებელი იღებს - ოფიციალური სტატისტიკა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

არ თქვა ბრმა - თქვი უსინათლო; ინვალიდის მაგივრად თქვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება