სიახლეები
ეტალონი

„მადლობა „ეტალონს“, რომ  პანდემიის პირობებში ასეთი სიხარულის განცდის საშუალება მოგვცა“ - ლაგოდეხის, ბაღდათის და დუშეთის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა
30-11-2021
-
+


„ეტალონი“ უკვე მრავალი წელია მოსწავლეების განათლების ამაღლებასა და მოტივაციაზე ზრუნავს. პროექტის მიზანს არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, განათლებული ახალგაზრდების გამოვლენა და მათი წახალისება წარმოადგენს და მიუხედავად იმისა, კოვიდპანდემიის გამო არაერთი პროექტი შეჩერდა, სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ეტალონს“ არც ამ რთულ პერიოდში გადაუხვევია მთავარი მიზნისთვის. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ახლაც წარმატებით მიმდინარეობს და ერთგული თანამოაზრეების, ჭეშმარიტი „ეტალონელების“ დამსახურებით სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს.

ამჯერად საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონის“ ლაგოდეხის, ბაღდათისა და დუშეთის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ.

ტიტულები ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლემ გაგა კორაშვილმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის მოსწავლემ ხატია ლომინაძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირის საჯარო სკოლის მოსწავლემ გვანცა ჯაბუამ მოიპოვეს.

Etaloni.ge სამივე მუნიციპალიტეტის „ეტალონ მოსწავლეს“, მათი სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს ესაუბრა, რათა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე მათი აზრი მოგვესმინა:

გაგა კორაშვილი, „ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლე“:

„ეტალონში“ ადრეც ვმონაწილეობდი, ამხელა შედეგისთვის არ მიმიღწევია, თუმცა გამოცდილებისთის ძალიან კარგი იყო. წელსაც გადავწყვიტე ძალები მეცადა და გამარჯვებაც მოვიდა. როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლე გავხდი, ყველაზე კარგი შედეგი ვაჩვენე, ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. იმის გამო, რომ პანდემიაა და შეჯიბრი  დისტანციურად ჩატარდა ძალიან კომფორტულად ვიმუშავე, მთლიანად კონცენტრირებული ვიყავი შედეგზე. მოუთმენლად ველოდები შემდეგ ეტაპს, რომ კიდევ ერთხელ გამოვცადო თავი, ვირწმუნო ჩემი შესაძლებლობები და მივაღწიო წარმატებას, ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო პროეტ „ეტალონს“, რომელიც მუდმივად დგას ჩვენი, მოსწავლეების ინტერესების სადარაჯოზე და ხელს გვიწყობს წინსვლაში“.

ხათუნა შუშტაკაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

„მადლობით მინდა დავიწყო - „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია სკოლებისთის, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვისაც. ყოველწლიურად იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია, რომ ჩაერთონ ამ ინტელექტ-ჩემპიონატში, რაც ზრდის კონკურენციას, კონკურენციის გაზრდა ნიშნავს, რომ უფრო მეტად მოინდომებენ, უფრო მეტს ისწავლიან, წაიკითხავენ. ყველაფერი არის ურთიერთკავშირში. მინდა ასევე მივულოცო ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლას წარმატება, მათი სკოლის მოსწავლე გახდა „ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლე“. ყველას ვუსურვებ წარმატებებს და წინსვლას“.

თეა მეტრეველი, ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ძალიან გახარებულები ვართ, გუშინ როდესაც შევიტყვეთ გაგას წარმატების ამბავი, ძალიან საამაყო იყო ჩვენთვის. წარმატებას ვუსურვებთ არამარტო გაგას, არამედ ყველა ბავშვს, ვინც მონაწილეობს „ეტალონში“ და ვისურვებდი, რომ ღირსეული იყოს უკვე საბოლოო გამარჯვებულიც. რაც შეეხება ჩვენს მოსწავლეს, არის ძალინ ნიჭიერი და მიზანდასახული, რა თქმა უნდა ათმაგად ამაყი ვარ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეა. რაც შეეხება პროექტ „ეტალონს“, დღეს განსაკუთრებით, როდესაც პანდემიაა მსოფლიოში და ხან დისტანციურ რეჟიმზე ვიმყოფებით და ხან დასწრებულად, ასეთი აქტივობა და ჩართულობა, როგორიც „ეტალონს“ აქვს, მისასალმებელია. დაგეგმვაც იმის, რომ დისტანციურად ჩატარებულიყო შეჯიბრი, არაჩვეულებრივი იდეაა და ასეთ ვითარებაში ბავშვებს  ეძლევათ რეალიზების საშუალება, კონკურენციის შესაძლებლობა, რაც უმიშვნელოვანესია. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს და „ეტალონის“ მთელ შემოქმედებით გუნდს“.

ესმა კიკილაშვილი, ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელი:

„დაწყების დღიდან „ეტალონის“ გულშემატკივარი და მხარდამჭერი ვარ, ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვაძლევდი მოტივაციას და ასე ვთქვათ ვაქეზებდი, რომ მონაწილეობა მიეღოთ პროექტში. როცა პატარები იყვნენ მაგალითად ყოველთვის მომყავდა ჩვენი სკოლის მოსწავლე თამარ გელაშვილი, რომელმაც თავის დროზე გაიმარჯვა პროექტში და დღემდე წარმატებული ადამიანია. კლასში ვატარებდით „ეტალონის“ მსაგავს პროექტს „ყველაზე ჭკვიანი ჩვენს კლასში“, ამან ვფქირობ გამოიღო შედეგი და წელს უკვე ნამდვილი „ეტალონის“ გამარჯვებული ჩემი მოსწავლეა, რითაც ძალიან გამახარა და მჯერა რომ შემდეგ ეტაპზეც ღირსეულად წარადგენს სკოლას და თავის მუნიციპალიტეტს“.

ხატია ლომინაძე, „ბაღდათის ეტალონი მოსწავლე“:

„თავდაპირველად როდესაც გავიგე, რომ ყველაზე მაღალი ქულა დავაგროვე და გავიმარჯვე, იმდენად დიდი ემოცია მქონდა, ვერც გამოვხატე. შემდეგ უფრო გავიაზრე რა ხდებოდა ჩემს თავს. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა, სწორედ იმიტომ გადავწყვიტე, რომ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და შემდეგ სხვებისთვისაც დამემტკიცებინა ჩემი შესაძლებლობები, რაც მოვახერხე და ამან კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცა მომავლისთვის“.

შორენა თეთვაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის მასწავლებელი:

„ძალიან ემოციურად განვეწყვეთ ყველა, როდესაც გავიგეთ რომ ხატიამ გაიმარჯვა - რომელ მასწავლებელს არ გაეხარდებოდა საკუთარი მოსწავლის ასეთი წარმატება?! „ეტალონი“ ხომ ისეთი პროექტია, რომელშიც გამარჯვება ნებისმიერი მასწავლებლისა და მოსწავლისთვის მთელი ცხოვრება საამაყოა. მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად „ეტალონს“, რომ  პანდემიის პიროებებში ასეთი სიხარულის განცდის საშუალება მოგვცა“.

ელზა ზაზარაშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის დირექტორი:

„წლევანდელი შედეგით ყველანი ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვართ. სხვათა შორის იმ კლასის მოსწავლეებთან გვქონდა საუბარი, რომლიდანაც ერთი გამარჯვებული მოსწავლეა ხატია და ასევე მესამე ადგილზე გასული ბავშვიც, მისი კლასელია და გაიხსენეს, რომ ადრე, როცა პირისპირ ტარდებოდა „ეტალონი“, მესამე ადგილზე გავიდა მათი თანაკლასელი გოგონა. მადლობა „ეტალონს“, რომ  მოგვცა ამის შესაძლებლობა, გისურვებთ წარმატებებს“.

გვანცა ჯაბუა, „დუშეთის ეტალონი მოსწავლე“:

„სიმართლე გითხრათ არ ველოდი გამარჯვებას, მაგრამ რა თქმა უნდა იმედი მქონდა და უზომოდ გამეხარდა. როცა დამირეკეს სახლში ვიმყოფებოდი უკვე და მთელი ოჯახი უბედნიერესები ვიყავით. ადრეც მიმიღია მონაწილეობა „ეტალონში“  და ათეულშიც გავსულვარ, ასეთი წარმატება კი პირველია და მომავალშიც იმედი მაქვს ბევრ რამეში დამეხმარება. სწორედ ამისთვის გადავწყვიტე ახლაც „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა“.

მამუკა არაბული, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ძალიან სასიხარულო იყო, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლე გვანცა ჯაბუა გახდა „დუშეთის ეტალონი“ მოსწავლე. ვამაყობთ მისი წარმატებით, გვანცა არის ძალიან კარგი ბავშვი, ძალიან კარგი მოსწავლე - აკადემიური მოსწრებით, ყოფა-ქცევით. ძალიან ბევრ მხატვრულ ლიტერატურას კითხულობს და მისი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა აისახა კიდეც შედეგში. ვულოცავთ და გვჯერა, რომ ასეთივე წარმატებით გამოვა შემდეგ ეტაპზეც“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
დირექტორობის 210 კანდიდატი გასაუბრებაზე დღეს გავა - კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს ახალი ვარიანტი შეიქმნა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები და უცხო ენის ცოდნის დონე გამოავლინეს
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა თეა ყიფიანმა, ქორეოგრაფი კი მალხაზ კოხრეიძე გახლდათ
აღსანიშნავია, რომ „კინგსის“ ოლიმპიადის აქტიური მონაწილეა მე-3 კლასის მოსწავლე გოჩა ნონიაშვილი
მოსწავლეებმა შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი შინაარსიანი, საინტერესო და სხვადასხვა აქტივობით დატვირთული იყო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება