სიახლეები
ეტალონი

„ეს ნიშნავს, რომ ფასდება მასწავლებლისა და სკოლის შრომაც“ - „ხულოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
29-11-2021
-
+


„ეტალონი“ უკვე მრავალი წელია მოსწავლეების განათლების გაფართოებასა და მოტივაციაზე ზრუნავს. პროექტის მიზანს არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, განათლებული ახალგაზრდების გამოვლენა და მათი წახალისება წარმოადგენს და მიუხედავად იმისა, კოვიდპანდემიის გამო არაერთი პროექტი შეჩერდა, სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ეტალონს“ არც ამ რთულ პერიოდში გადაუხვევია მთავარი მიზნისთვის. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ახლაც წარმატებით მიმდინარეობს და ერთგული თანამოაზრეების, ჭეშმარიტი „ეტალონელების“ დამსახურებით სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს.

კიდევ უფრო საამაყო კი ისაა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებაც „ეტალონის“ მხარდამხარ, ზრუნავს, რომ  ბავშვებს უკეთ სწავლის მოტივაცია ჰქონდეთ. ამის ნათელი მაგალითია ხულოს მუნიციპალიტეტის მერია.

26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ხულოს დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის ხულოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული დიდაჭარის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ანა წულუკიძემ მოიპოვა. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხულოელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.

Etaloni.ge ხულოს მუნიციპალიტეტის მერს, მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელს, ხულოს საგანამანათლებლო რესურსენტრის ხელმძღავნელს, დიდაჭარის სკოლის დირექტორს და „ხულოს ეტალონ მოსწავლეს“ ესაუბრა, რათა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე მათი აზრი მოგვესმინა:

ანა წულუკიძე, „ხულოს ეტალონი მოსწავლე“:


მე-10 კლასში ვარ და პირველად მივიღე „ეტალონში“ მონაწილეობა, ასეთ წარმატებას არ ველოდი და რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულო იყო, ახლაც კი ემოციების ქვეში ვარ. ჩემ გარშემო ძალიან ბევრი მოსწავლე მონაწილეობდა და მეც მინდოდა ჩემი თავი გამომეცადა, ამ გამარჯვებამ უკვე ძალიან დიდი მოტივაცია მომცა, შემდეგ როცა უკვე უმაღლეს საფეხურზე გავაგრძელებ განათლების მიღებას, ეტალონში“ გამარჯვება ყოველთვის შემახსენებს, რომ გაცილებით მეტი შემიძლია, თავდაჯერებულობა მომიტანა. ახლა ველი ფინალურ ეტაპს, სადაც ასევე მაქვს წარმატების იმედი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ეტალონს“ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას, რომ ჩემი წარმატება დააფასეს და გვერდით დამიდგნენ“.

ვახტანგ ბერიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი:

„განათლება ჩვენთვის არის პრიორიტეტი, ამიტომ „ეტალონში“ და სხვა მსგავს პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობა არის მნიშვნელოვანი. ეს  განთლების მიღების და ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობაა. შესაბამისად ის რაც ხელს უწყობს ჩვენი ახალგაზრდების მომავალს, მათ წინსვლას, განათლებას და უფრო მეტ ჩართვას საზოგადოებრივ საქმიანობაში, ყოველთვის მხარდაჭერილი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისგან ახლაც და მომავალშიც.

გენადი აბაშიძე, ხულოს საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

„ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლები ყოველწლიურად აქტიურად არიან ჩართული „ეტალონში“, რადგან სამაგალითო და სტიმულის მომცემი პროექტია - ჯანსაღი კონკურენციის და შეჯიბრობითობის პრინციპზე დაფუძნებული, რაც სკოლების,  მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოტივაციაზე სასიკეთოდ მოქმედებს. ჩვენ, როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრი ყველანაირად მხარს ვუჭერთ, რომ შეძლონ სკოლებმა და წარმოაჩინონ ამ გზით საკუთარი თავი. რასაც თვქენ აკეთებთ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის მადლი, მადლობა ამ პროექტის ხელმძრავნელებს და ყველას, ვისაც ცოტაოდენი წვლილიც შეაქვს მასში.“

ბადრი მელაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი:

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერია „ეტალონის“ მსგავს საგანამანათლებლო პროექტებს ყოველთვის მხარს უჭერდა, რადგან პრიორიტეტი არის და უნდა იყოს კიდეც განთლება. მე მიმაჩნია, რომ „ეტალონი“ არის ქართული ეროვნული მნიშვნელობის პროექტი და ის საქმე რასაც აკეთებთ, ფასაუდებელია. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი „ეტალონის“ დამფუძნებელს და მთელს შემოქმედებით ჯგუფს და წარმატებას გისურვებთ ბევრი სასიკეთო საქმის კეთებაში“.


იოსებ შავაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის სკოლის დირექტორი:

„რა თქმა უნდა ძალიან გაგვახარა ანას წარმატებამ, ჩვენი სკოლა აქტიურად მონაწილეობს „ეტალონში“, რადგან ასეთი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას, განათლების მიღების სურვილს აღვიძებს მათში, ამით ეხმარება სკოლებსაც, რადგან არაფორმალური განათლება ასევე უმნიშვნელოვანესია. როდესაც მოსწავლე მსგავსი მასშტაბის პროექტში იმარჯვებს, ამაზე მეტი წარმატება სკოლისთვის რა უნდა იყოს - ეს ნიშნავს, რომ ფასდება მასწავლებლისა და სკოლის შრომაც. ჩვენ წინა წლებშიც გვყავდა გამარჯვებულები. მოსწავლეები ყოველ წელს უფრო მეტად ინდომებენ, რაც ძალიან გვიხარია და გვეამაყება. მადლობა „ეტალონს“ და მუნიციპალიტეტის მერიას, რომ შესაძლებლობას გვაძლევს ჩავერთოთ პროექტში“.


დალი წულუკიძე, დიდაჭარის საჯარო სკოლის მასწავლებელი:

პირველ რიგში, ვულოცავ გამარჯვებულს და საამაყოა, რომ ამდენ მოსწავლეში ჩვენი სკოლის მოსწავლემ მოახერხა გამარჯვება. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობას სულ უფრო და უფრო მეტი მოსწავლე იღებს, მოსწავლეების ინფორმირების და საორგანიზაციო საკითხებში დიდაჭარის სკოლიდან უკვე რამდენიმე წელია ჩართული ვარ. იმის მიუხედავად, რომ წელს დისტანციურად ჩატარდა, ბავშვებს არც ხელი შეშლიათ და მონაწილეობამაც ძალიან დააინტერესათ. „ეტალონი“ ხელს უწყობს, რომ მრავალმხრივ განვითარდნენ და წარმატებას მიაღწიონ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება