სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მოსწავლეები ტესტებს მთელი სულით და გულით აკეთებდნენ “- ჩოხატაურში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ტური გაიმართა
25-11-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანია მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მისი დახმარებით მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებან.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ჩოხატაურელი მოსწავლეებისთვის  ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ჩოხატაურის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის მნიშვნელობაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

მალვინა ოსეფაიშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონით“ ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა ბავშვებისგან მეტ შედეგს ველოდი.. ეს ჩემპიონატი ძალიან კარგია და ასეთ ეროვნულ პროექტებს ყოველთვის მივესალმები. „ეტალონი“ ცოდნის გამოვლენის გარდა მოსწავლეებს დამოუკიდებლად მუშაობას ასწავლის და ასევე, კითხვები იმდენად სიღრმისეულად არის დასმული, რომ ბავშვისგან საგნის სრულყოფილ ცოდნას მოითხოვს. „ეტალონი“ ნამდვილად არაჩვეულებრივი პროექტია.

თამარ ბურჭულაძე,  მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი მოსწავლეების მონაწილეობით პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ორი ბავშვი გადავიდა შემდგომ ეტაპზე და ძალიან გვიხარია. მოსწავლეები კონკურსში აქტიურად ჩაერთნენ და თითოეული მათგანის თქმით მსგავს ღონისძიებაში მომავალშიც დიდი სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას. „ეტალონი“ ბავშვების განვითარებისა და მათთვის მოტივაციის გაზრდისათვის შესანიშნავი პროექტია. ეს პროექტი მოსწავლეს დამოუკიდებლად მუშაობას ასწავლის, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია. 

მაია გოგიბერიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სკოლა მცირეკონტიგენტიანია მოსწავლეების უმრავლესობამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო და დიდი ნაწილი მეორე ეტაპზეც წარმატებით გადავიდა. ახლა ველოდებით, რომ ასევე დიდი წარმატებით იასპარეზებენ. მოსწავლეები „ეტალონის“ დახმარებით საკუთარ ცოდნას და ინტელექტს ამოწმებენ. ეს ჩემპიონატი მათ აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი თავი გამოსცადონ და დამოუკიდებლად მუშაობა ისწავლონ.

კარლო ცხომელიძე, გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობით მოსწავლეებიც და პედაგოგებიც ძალიან კმაყოფილები ვართ. „ეტალონი“ მოსწავლეებს ლოგიკურ აზროვნებას, სისწრაფესა და საკუთარი ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენას ასწავლის, რაც მათი მომავალი წარმატებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.

მზია ქორიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემპიონატში ბავშვები დიდი მონდომებით ჩაერთნენ და თითოეულმა მათგანმა დიდი პასუხისმგებლობა იგრძნო. იმ დროს, როდესაც სკოლები ეპიდსიტუაციის გამო რთულ მდგომარეობაში ვართ, ასეთ პროექტებში მონაწილეობა ჩვენი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეები ტესტებს მთელი სულით და გულით აკეთებდნენ და რამდენიმე მათგანი მეორე ეტაპზეც წარმატებით გადავიდა. „ეტალონი“ საშუალებას აძლევთ მიღებული ცოდნა შეაჯამონ და ასევე, კონკურსებს მიეჩვიონ. აღნიშნული ჩემპიონატი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა ბავშვები მომავალი განვითარებისათვის.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება