სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოთხრობის პერსონაჟებს წერილები მისწერეს
17-11-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IIIა კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალებები წარადგინეს.

მოსწავლეებმა ჭაბუა ამირეჯიბის მოთხრობის „დროის ფასის“ პერსონაჟებს წერილები მისწერეს. მათ ასევე იმსჯელეს ამ მოთხრობასა და მასში წამოჭრილ პრობლემებზე. 

პრეზენტაციას პრაქტიკაზე მყოფი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, დირექციისა და დაწყებითი კლასების კათედრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სკოლის IIIა კლასში (მასწავლებელი თეა ჭუმბურიძე) გაიმართა კომპლექსური დავალების წარდგენა, რომლის დროსაც მოსწავლეებმა მოთხრობის პერსონაჟისათვის მიწერილი წერილები წაიკითხეს. იგრძნობოდა, რომ ბავშვებს საფუძვლიანად ჰქონდათ გავლილი კომპლექსური დავალების ყველა ეტაპი და სამუშაოს შესრულებისას გათვალისწინებული იყო წერილის მთავარი მახასიათებლები.
პატარებმა არგუმენტირებულად იმსჯელეს ჭაბუა ამირეჯიბის მოთხრობის „დროის ფასის“ პერსონაჟებზე და მათ თვისებებზე.   მთავარი მოქმედი გმირისათვის მიწერილ წერილში იგრძნობოდა მათი კეთილგანწყობა და დახმარების სურვილი. განსაკუთრებით საინტერესო იყო საკუთარი გამოცდილებიდან მოყვანილი მაგალითები და პარალელები.
გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექციისა და დაწყებითი კლასების კათედრის წარმომადგენლები, ასევე სკოლაში პედაგოგიური პრაქტიკაზე მყოფი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება