სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლების მხარდაჭერა და არა დასჯა-წახალისება - განათლების სამინისტრო სკოლებში ცვლილებებს გეგმავს
17-11-2021
-
+


საშუალო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისას, განათლების სამინისტრო, კომპლექსურად სხვადასხვა მიმართულებით ცვლილებებს გეგმავს, რათა სისტემაში არსებული ხარვეზები ბოლომდე აღმოიფხვრას. როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია განმარტებული, ცვლილებების თეორია შემდეგ პრინციპებს უნდა დაეფუძნოს:

მასწავლებელთა შინაგანი მოტივაცია - ამის უზრუნველსაყოფად შემოთავაზებულ უნდა იქნას ისეთი სტრატეგია, რომელიც აგებული იქნება მხარდაჭერაზე და არა დასჯა-წახალისებაზე. შემოთავაზებული იქნება აქტივობები, რომლებიც სასკოლო საზოგადოების წევრებს გაუჩენს რწმენას, რომ აკეთებენ ღირებულ საქმეს, და მათ ძალუძთ ამგვარი ცვლილებების მოხდენა;

სკოლის, როგორც ერთიანი გუნდის განვითარება - მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული სტრატეგია ხელს უწყობდეს არა კონკურენციას მასწავლებლებს შორის, არამედ მათ თანამშრომლობას და ერთიან გუნდად ჩამოყალიბებას. ინტერვენციებს უნდა ჰქონდეს ჰოლისტური ხასიათი, რომელიც მთლიანად სასკოლო კულტურის და არა მხოლოდ ერთეული ნიუანსების მოგვარებაზე იქნება მიმართული;

აქცენტი პროცესებზე და არა მოკლევადიან შედეგებზე - სტრატეგია უნდა ახალისებდეს სკოლების ჩაყენებას მუდმივ, განუხრელი განვითარების რეჟიმში; ეროვნულ და სასკოლო დონეებზე სარეფორმო პროცესების მართვა უნდა ითვალისწინებდეს ჰუმანური კაპიტალის განვითარების აუცილებლობას;

ხარისხიანი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის - სკოლა თითოეულ მოსწავლეს უნდა აძლევდეს თვითრეალიზებისა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში თანაგრძნობის, მზრუნველობისა და უფროსი თაობისადმი პატივისცემის გაღვიძება

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება