სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტატუსი აგესახათ, მაგრამ ოქტომბრის დანამატი დაკარგეთ -  განმარტება მასწავლებლებისთვის
06-11-2021
-
+


მასწავლებელთა ნაწილს სტატუსი დაგვიანებით, ნოემბრის პირველ კვირაში აესახა. უფროსის სტატუსი იმ პედაგოგებმა მიიღეს, რომლებიც აქამდე სკოლაში მაძიებლად მუშაობდნენ და ზაფხულში საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურეს, ასევე მათ, ვინც წელს დაიწყო სკოლაში მუშაობა და სტატუსის მოსაპოვებლად ყველა პირობას აკმაყოფილებდნენ.

მასწავლებლების ამ ნაწილმა, რომლებსაც სტატუსი ნოემბრის დასაწყისში მიიღეს, ორი თვის - სექტემბრის და ოქტომბრის სტატუსის დანამატი დაკარგეს. პედაგოგები ვარაუდობდნენ, რომ რადგან სტატუსის მინიჭება მათი მიზეზით არ იგვიანებდა, შესაძლო იყო ოქტომბრის დანამატი მოგვიანებით აეღოთ, მაგრამ ასე არაა, ისინი ოქტომბრის სტატუსის დანამატს ვეღარ მიიღებენ. ამ პედაგოგებს დანამატი ნოემბრის ბოლოს, ხელფასთან ერთად დაერიცხებათ.

შეგახსენებთ, რომ თუ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრმა პედაგოგს თვის 10 რიცხვამდე მიანიჭა სტატუსი, დანამატს იმავე თვეს იღებს, 10 რიცხვის შემდგომ ასახული სტატუსი კი ავტომატურად ნიშნავს დანამატის მიღების ვადის კიდევ ერთი თვით გადაწევას.  

თუ მასწავლებელი კონკურსის წესით დაინიშნა სკოლაში ანუ გამოცხადებული ვაკანსიის შემდეგ ვებგვერდიდან http://teacherjobs.ge გაგზავნა რეზიუმე, ამ შემთხვევაში სკოლამ მასწავლებლის სახლს, რესურსცენტრის გავლით, წერილი უნდა მისწეროს და პედაგოგისთვის სტატუსის მინიჭება მოითხოვოს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება