სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

მარნეულელი მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ დისტანციურ ინტელექტ-ჩემპიონატს გამართავს
28-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მარნეულელი მოსწავლეებისთვის გრძელდება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა მარნეულის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

კონკურსი სრულად დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და მოსწავლეს, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილ დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით (ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, კომპიუტერი) შეუძლია.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის ტესტირების სპეციალური პორტალი ტესტის გავლისათვის ხელმისაწვდომი 09 ნოემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე იქნება. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მარნეულელი მოსწავლე „ეტალონისგან“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.

კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეთა შედეგებიდან გამომდინარე, შეირჩევიან კონკურსის მეორე ეტაპზე გადამსვლელი ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „მარნეულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. ინტელექტუალური კონკურსი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მოგვწეროთ Facebook-ზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45

გისურვებთ წარმატებებს!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების მონაცემთა რეპორტის ნახვის ინსტრუქცია და დეტალები - დირექტორებისა და პედაგოგების საყურადღებოდ

ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში მორიგი ცვლილებები შედის - დეტალებზე საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელებენ

ვისთვის არის პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი და რა დოკუმენტებია საჭირო

სკოლის ფორმების ფასზე მინისტრმა ისაუბრა - ვინ მიიღებს უფასოდ და რა პირობით - განმარტებები

განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც მეორე სამსახურში დასაქმების შეზღუდვა ეხსნებათ

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული კვირეული ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში

ფოთის N7 საჯარო სკოლაში „ქართული ენის დღის კვირეული“ დაწყებითი კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი აქტივობით დაიწყო

მეჩხეთურის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის გასახსენებლად ემოციური ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება