| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ელექტრონული ჟურნალი თანამედროვეობას მორგებული ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრება და შეფასებებია აღრიცხული.
ელექტრონულ ჟურნალში საჯარო სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა მონაცემების (მასწავლებლებისა და მოსწავლეების სია, კლასები და საგაკვეთილო ბადე) ასახვა ავტომატურად, ზოგადი განათლების მართვის სისტემა eschool-დან ხდება. შესაბამისად, ყველა მასწავლებელს საკუთარი Microsoft 365- ის მომხმარებლის მონაცემებით შეუძლია ავტორიზაციის გავლა, რის შემდეგაც შეძლებს საკუთარ კლასებში აქტივობების დაგეგმვას.
აქვს თუ არა მოსწავლეს უფლება, რომ საკუთარი აკადემიური მოსწრება ნახოს და თვალი ადევნოს ელექტრონულ ჟურნალს? მოსწავლე და მისი მშობელი მხოლოდ საკუთარ შეფასებას ხედავს ჟურნალში თუ კლასელების ნიშნებსაც?
მოსწავლეებს, როგორც მასწავლებლებს, ჟურნალში საკუთარი Microsoft 365- ის მომხმარებლის მონაცემებით შეუძლია შესვლა ანუ იმავე ელექტრონული ფოსტით, რომლითაც „თიმსში“ შედის. მშობლის შემთხვევაში კი ავტორიზაცია განსხვავებულად ხდება, მშობელმა ჟურნალის სანახავად საკუთარი პირადი ნომერი უნდა გამოიყენოს.
ნებისმიერი პირი ელექტრონულ ჟურნალში შესასვლელად უნდა ეწვიოს ვებგვერდს - Onlineschool.emis.ge. ავტორიზაციის შემდეგ ჟურნალში მოსწავლეს მხოლოდ საკუთარი შეფასებები გამოუჩნდება, მშობელს კი - შვილის. მათ არ აქვთ უფლება, ნახონ კლასელების დასწრების მაჩვენებელი ან შეფასება.
ცნობისთვის, ელექტრონული ჟურნალში ყველა მოსწავლის შეფასება მხოლოდ დამრიგებლისთვის და დირექციისთვისაა ხელმისაწვდომი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი