| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გაეროს ბავშვთა ფონდის უახლესი მონაცემების მიხედვით, ყოველი 7 ბავშვიდან სულ მცირე ერთ ბავშვზე ლოქდაუნებმა პირდაპირი ზეგავლენა იქონია, ხოლო 1.6 მილიარდზე მეტმა გარკვეული სახის საგანმანათლებლო დანაკარგი განიცადა.
კოვიდ-19-მა ბავშვებისა და ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე რომ იმოქმედა, ამაზე არაერთ კვლევაშია საუბარი. როგორ უნდა გავუმკლავდეთ, ამ მხრივ, არსებული გამოწვევებს, რა კეთდება ამისთვის და კიდევ რას უნდა ელოდოს სამყარო, ამაზე ინფორმაცია გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშშია გადმოცემული.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით 10-19 წლის ასაკის ყოველი 7 მოზარდიდან ერთზე მეტს აქვს მენტალური აშლილობის დიაგნოზი და ყოველწლიურად თითქმის 46,000 მოზარდი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.
გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჰენრიეტა ფორე ამბობს, რომ პანდემიის გავლენა იმაზე უფრო ღრმაა, ვიდრე ეს ახლა ჩანს. მისი თქმით, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია.
„ზემოქმედება მნიშვნელოვანია და ეს აისბერგის მხოლოდ წვერია. პანდემიის დაწყებამდეც ძალიან ბევრი ბავშვი იმყოფებოდა მენტალური ჯანმრთელობის უგულვებელყოფილი პრობლემების წინაშე. ზედმეტად მცირეა მთავრობების მიერ ამ კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გაწეული ინვესტიციები. არასათანადო მნიშვნელობა ენიჭება მენტალურ ჯანმრთელობასა და სამომავლო ცხოვრებისეულ მიღწევებს შორის ურთიერთკავშირს“,- განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰენრიეტა ფორემ.
გაეროს ბავშვთა ფონდის უახლესი მონაცემების მიხედვით, ყოველი 7 ბავშვიდან სულ მცირე ერთ ბავშვზე ლოქდაუნებმა პირდაპირი ზეგავლენა იქონია, ხოლო 1.6 მილიარდზე მეტმა გარკვეული სახის საგანმანათლებლო დანაკარგი განიცადა. ყოველდღიური რუტინების, განათლების, რეკრეაციული აქტივობების რღვევა და ოჯახის შემოსავალსა და ჯანმრთელობაზე ნერვიულობა ბევრ ახალგაზრდას მომავლისადმი შიშის, სიბრაზის და მღელვარების შეგრძნებას უჩენს.
აღნიშნულ ანგარიშში საუბარია იმაზეც, თუ რა შესაძლო შედეგები შეიძლება მოჰყვეს პანდემიის გავლენას.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მენტალურ პრობლემებს შეუძლია ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრებას, შრომისუნარიანობას, განათლებას მნიშვნელოვანი დაღი დაასვას.
„დიაგნოსტირებულ მენტალურ დაავადებებს, მათ შორის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს, შფოთვას, აუტიზმს, ბიპოლარულ აშლილობას, ქცევის აშლილობას, დეპრესიას, კვებით აშლილობას, გონებრივ ჩამორჩენილობას და შიზოფრენიას შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მოახდინოს ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, ცხოვრებაზე და შრომისუნარიანობაზე“,- ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშში ვკითხულობთ იმასაც, თუ რა შეიძლება იყოს ამ მდგომარეობიდან გამოსავალი.
„მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2021“ მოუწოდებს მთავრობებს და საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, აიღონ ვალდებულება, ჰქონდეთ კომუნიკაცია და იმოქმედონ ყველა ბავშვის, მოზარდისა და აღმზრდელის მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის, დაიცვან ისინი, ვისაც დახმარება ესაჭიროება და იზრუნონ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ