სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში ბუნებისმეტყველებაში ბილინგვური გაკვეთილი ჩატარდა
20-10-2021
-
+


 მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მოსწავლეებს ბუნებისმეტყველების უფროსმა მასწავლებლმა ნადია პარავიანმა საგნის ბილინგვური გაკვეთილი ჩაუტარა.

აღნიშნულ ინფორმაციას სკოლა ავრცელებს, ისინი მადლობას უხდიან პედაგოგს გულმოდგინე მუშაობისა და გაწეული შრომისთვის.

„შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში ბილინგვური(ორენოვანი) სწავლება 1-დან მე-4 კლა­სამ­დე აქტიურად მიმდინარეობს. კომპეტენტური პედაგოგები ჩართული არიან „ახალი სკოლის მოდელის" პროგრამაში, რომლის მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, სასკოლო კულტურის განვითარება, ეროვნული სასწავლო გეგმის საკლასო ოთახში დანერგვა.
უფროსი მასწავლებლის ნადია პარავიანის ორენოვანი გაკვეთილები ბუნებისმეტყველებაში მესამე კლასში ჩატარდა. მადლობა ნადია მასწავლებელს აქტიური პედაგოგიური საქმიანობისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:
























კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

პიროვნება
სკოლები

წარმატებულ მასწავლებლეთა დაჯილდოების ცერემონიალი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში გაიმართა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება