სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

X-XII კლასებისთვის მესამე თაობის ესგ მზად არის - ახალი სტანდარტი წლის ბოლომდე დამტკიცდება
13-10-2021
-
+


საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი კონცეფციისა და სტანდარტების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ორდღიანი ექსპერტული პანელი გამართა, რომელშიც მონაწილეობა მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, განათლების სფეროს 200-მდე სპეციალისტმა და ზოგადი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მიიღეს - ინფორმაცია ჩხენკელის უწყება ავრცელებს. 

„შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებსაც სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის საგნობრივი ექსპერტები საშუალო საფეხურის ახალ სტანდარტებზე მუშაობის პროცესში გაითვალისწინებენ. აღსანიშნავია, რომ საშუალო საფეხურის განახლებული სტანდარტების დამტკიცება მიმდინარე წელს იგეგმება.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას აქტიური ჩართულობისათვის. მისი თქმით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა უკუკავშირი, რადგან სწორედ სკოლა არის ის ადგილი, სადაც ხდება ახალგაზრდების მომზადება განათლების მომდევნო საფეხურისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სისტემაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სწავლა-სწავლების მიზნებისა და ორგანიზების პრინციპების სწორად განსაზღვრა, რასაც ემსახურება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა.

საშუალო საფეხურის მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეფცია და სტანდარტები მასწავლებლების, სკოლის დირექტორების, მშობლების, რესურსცენტრების, პროფესიული ასოციაციების, პროფესორ-მასწავლებლების ფართო ჩართულობით და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა. აღნიშნული მოდელი შეიცავს ბევრ საინტერესო სიახლეს და მის საფუძველს დიფერენცირებული სწავლების პრინციპები წარმოადგენს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება