სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სასკოლო საგნებს სამედიცინო შინაარსის გაკვეთილებს დავამატებდი“- მანანა ხუციშვილი, შავსაყდრის საჯარო სკოლის დირექტორი
13-10-2021
-
+


რა სურს მოსწავლეს, რას ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობა, რას ისურვებდა 10 წლის შემდეგ, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, თავის აზრს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხუციშვილი გვიზიარებს.

- სკოლაში იგრძნობა. . .

- მონატრებული სასკოლო პროცესისადმი მეტი დინამიკით მიდგომა, მიუხედავად ჯერ კიდევ არსებული პანდემიის საშიშროებისა.

- მოსწავლეს სურს. . .

- მშვიდი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო, რის შექმნასაც მაქსიმალური შრომით ვცდილობთ მე და ჩემი პედაგოგები.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . .

- როცა სხვა ყველასთან ერთად ფიქრობ, რომ შენს თვალწინ, შვილებივით გაზრდილი შენი მოსწავლეები დიდი საშიშროების წინაშე დგანან...რომ მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა განათლებაზე მნიშვნელოვანია.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს...

- როცა სხვათა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება საკუთარზე მნიშვნელოვანია...როდესაც პირბადეს იმიტომ კი არა ატარებ, რომ საკუთარ თავზე ზრუნავ, იმიტომ კი არ იცრები, რომ შენი სიცოცხლე გადარდებს,არამედ ამას აკეთებ შენი და სხვების, განსაკუთრებით, პატარა, დაუცველი ადამიანების სიცოცხლისათვის. აი, ეს არის პასუხისმგებლობა!!!

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. .

- კაცობრიობა, მითუმეტეს,მომავალი თაობა, მხოლოდ იხსენებდეს იმ საშინელ ორომტრიალს, რაც დღეს კოვიდმა მოგვიტანა...არასოდეს დადგნენ სიცოცხლის რისკის ქვეშ. მსურს,მათი გონებრივი და ფიზიკური რესურსი ახალი საგანმანათლებლო, ეკონომიკური და ტექნოლოგიური სიმარლეების დაძლევაში იხარჯებოდეს და არა საშიშროებასთან ბრძოლაში. ეს პერიოდი მათ მეხსიერებაში დარჩეს მხოლოდ, როგორც ცუდი სიზმარი.

- პედაგოგებს სჭირდებათ. . .

- მაქსიმალური გვერდში დგომა როგორც მშობლების, ასევე სკოლის ადმინისტრაციისა...აქვე მინდა დავამატო, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულად ზრუნავს, ამ მხრივ, თითოეულ ჩვენთაგანზე, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . .

- სამედიცინო შინაარსის გაკვეთილებს. რაც მეტი ინფორმაცია იქნება ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, საშიშროების თავიდან აცილების ან მოულოდნელი სიტუაციების მართვის თაობაზე, მით უფრო ადვილედ შეგვეძლება თავის დაცვა. მსოფლიო აღარ მიიღებს ისეთ ვითარებას, რაც კოვიდის უმართავი სიტუაციის დროს დაგვემართა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება