ჯვარისის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ასათიანს izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ბრწყინვალე შედეგი აქვს
13-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით ასრულებენ.
ამჯერად, მეხუთეკლასელმა, ანა ასათიანმა izrune.ge-ს სექტემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და ოქროს დიპლომი დაიმსახურა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.