TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

დარკვეთის საჯარო სკოლაში პროექტის - „კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში, ბელგიელ ტურისტებს უმასპინძლეს
11-10-2021
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი - „კულტურული მემკვიდრეობა“ ჩატარდა. 

აღნიშნული პროექტი „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განხორციელდა. 

სამოქალაქო განათლების მასწავლებლის დარიკო ხვედელძის ხელმძღვანელობით, სამოქალაქო კლუბის წევრმა ქეთევან გოგალაძემ ბელგიელ ტურისტთა ნაკადს უმასპინძლა. 

როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ტურისტები დარკვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ისტორიითა და ტაძრის ეზოში დაკრძალული ბელგიელი პიროვნების შესახებ ინფორმაციით დაინტერესდნენ. 

სკოლა მადლობას უხდის „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტს გივი გაგანიძეს და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს ოთარ ჯაფარიძეს, რომელმაც ისინი ბელგიელ ტურისტებთან დააკავშირა.

„2021 წლის 2 ოქტომბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში კიდევ ერთი წარმატებული აქტივობა განხორციელდა. 

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ჩატარდა პროექტი - „კულტურული მემკვიდრეობა“. სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა ქეთევან გოგალაძემ, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის დარიკო ხვედელძის ხელმძღვანელობით, ბელგიელ ტურისტთა ნაკადს უმასპინძლა.ტურისტები დაინტერესდნენ X-XI ს-ის მიჯნის სოფელ დარკვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ისტორიითა და ტაძრის ეზოში დაკრძალული ბელგიელი პიროვნების შესახებ ინფორმაციით. 1908-1926 წლებში ჭიათურაში, სოფელ დარკვეთში, ბელგიელი ძმები მიულსების სამრეწველო საქმიანობით იყვნენ დაკავებული. მიულსების საოჯახო არქივში დაცული საქართველოში მათი ცხოვრების ამსახველი ფოტოების ციფრული ასლები ჰენრი მიულსის შთამომავლების თანხმობით, ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტმა 2013 წელს ეროვნულ არქივს გადასცა. კოლექციის 250-მდე ფოტოდან საგამოფენოდ 70 შეირჩა.
„გამოფენაზე დამთვალიერებელმა ნახა ერთი საუკუნის წინათ ჭიათურაში მიმდინარე სამრეწველო პროცესს, ექსპონატებზე ასახული სოფელ დარკვეთსა და ზოდში მიულსების საქმიანობა, მანგანუმის ქარხნის მუშაობა, სოფლის მცხოვრებლები და ჭიათურის ულამაზესი ხედები.
ოთხი ძმიდან ერთ-ერთი, ოგიუსტი, საქართველოში 1908 წელს ჩამოვიდა და „დარკვეთის მანგანუმის საბადოების ფრანგული საზოგადოების“ მმართველი გახდა. 1910 წელს მას მეორე ძმა - ჰენრიც შეუერთდა და საზოგადოებაში ინჟინრად დაიწყო მუშაობა. 1913 წელს კიდევ ერთი ძმა - პიტერი - ეწვია ჩვენს ქვეყანას. 1923 წელს ოგიუსტი დაქორწინდა ლიზა წერეთელზე (სამთო ინჟინრის, ვასილ (ვასო) წერეთლის, ქვრივი) და 1924 წელს მათ ვაჟი - რობერტი შეეძინათ. ოგიუსტ მიულსს, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ბოლშევიკების მხრიდან სერიოზული საფრთხე დაემუქრა, რის გამოც 1925 წელს ოჯახთან ერთად დატოვა საქართველო და ბელგიის ქალაქ სურბროდში დამკვიდრდა.1926 წელს, როდესაც დარკვეთის საბადო ამერიკული სამრეწველო კომპანია „ჰარიმანის“ ხელში გადავიდა, მიულსების ოჯახის ძირითადი ნაწილი ბელგიაში დაბრუნდა, ხოლო დარჩენილა მამა, რომელიც გარდაიცვალა გულის შეტევით და დარკვეთის სასაფლაოზეა დაკრძალული. აღნიშნული პიროვნება წინა საუკუნეში დაკავებული იყო მარგანეცის მადნის მოპოვებით. სწორედ ბელგიელ ტურისტებს ჩვენმა სკოლამ ამ ისტორიის გასაცნობად და კულტურული მნიშვნელობის ძეგლის სანახავად უმასპინძლა. დარკვეთის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ახალი სკოლის მოდელის ექსპერტს ბატონ გივი გაგანიძეს და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს ბატონ ოთარ ჯაფარიძეს, რომელმაც დაგვაკავშირა ბელგიელ სტუმრებთან. დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს გაწეული დახმარებისათვის, ჩვენი გუნდი კი მზადყოფნაშია ბევრი ტურისტის მისაღებად“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი

 

 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

მასწავლებლობის უფლების აღიარებისთვის, მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება მოგეთხოვებათ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეთა წარმატება საამაყოა სკოლისა და ოჯახისთვის

მოსწავლეებმა მიიღეს საჭირო და პრაქტიკული რჩევები

საინტერესო

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება