სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

კორონავირუსის გავრცელების საფრთხე სკოლებში, რომლის გაკონტროლებაც შეუძლებელია - რა შემთხვევაში იზრდება დაინფიცირების რისკი?
28-11-2021
-
+


საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში დასწრებითი სწავლება თითქმის 2 თვეა, რაც მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, კორონავირუსი არაერთ სკოლაში დაფიქსირდა. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სკოლები მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლების ადმინისტრაციები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებას მაქსიმალურად ცდილობენ, ვირუსის გავრცელების საფრთხე მაინც არსებობს.

როდის არის უკონტროლო სიტუაცია სკოლებში და რა შემთხვევაში იზრდება დაინფიცირების რისკი?

პირველ რიგში, აღსანიშნავია სკოლის ტერიტორიაზე მშობლების თავშეყრა - მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეკომენდაციებით სკოლის ტერიტორიაზე თავყრილობა დაუშვებელია და თითოეულ სკოლას გაფრთხილებული ჰყავს მშობლები, როდესაც დაწყებითი კლასის ბავშვები სკოლაში თანმხლებ პირებთან ერთად მიდიან, მშობლები სკოლის ტერიტორიაზე, ღია სივრცეში ერთად იკრიბებიან და ამა თუ იმ საკითხს განიხილავენ. მართალია, თუ მსგავს ფაქტს მანდატური ან დირექციის წარმომადგენელი შეესწრო, მიუთითებს მათ, დატოვონ ტერიტორია, თუმცა ეს დაინფიცირების რისკებს არ ამცირებს. ასეთივე სიტუაციაა გაკვეთილების დასრულების შემდეგ, როდესაც მშობლები ბავშვების წასაყვანად მიდიან ან პედაგოგთან ჯგუფურად გასაუბრებას ცდილობენ.

ჰიგიენის და სანიტარიის დაცვა - სკოლების უმრავლესობაში დამლაგებლების არასაკმარისი რაოდენობაა, რის გამოც საკლასო ოთახები ცვლებს შორის ან დასვენებებზე შესაბამისად ვერ სუფთავდება. უმეტეს შემთხვევაში სადეზინფექციო ხსნარებით მერხებს პედაგოგები ამუშავებენ და არა დამლაგებლები იმ მიზეზით, რომ დამლაგებლებს დრო არ აქვთ. თუ კლასი დასასუფთავებელია, ეს მოცემულობა ვირუსის გავრცელების შანსს კიდევ უფრო ზრდის.

კვება - მართალია, სკოლებში, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, სასადილოები აღარ მუშაობს, თუმცა მოსწავლეებს საკვები სახლიდან მიაქვთ და დასვენებებზე მიირთმევენ. ლოგიკურია, კვების დროს ისინი პირბადეს იხსნიან, მასწავლებელს არ შეუძლია, მათ სადილობა აუკრძალოს, შესაბამისად, ასეთ დროს დაინფიცირების შანსები დიდია.

კიდევ ერთი ფაქტი, რაც სკოლაში სიტუაციას უკონტროლოს ხდის, მოსწავლეების საპირფარეშოში თავშეყრაა. რეგულაციებიდან გამომდინარე, მასწავლებლები ცდილობენ, მოსწავლეები დასვენების დროსაც არ გაუშვან დერეფანში მასობრივად, რათა ვირუსის გავრცელებას არ შეუწყონ ხელი, თუმცა როდესაც ბავშვს საპირფარეშოში შესვლა სურს, ვერავინ დაუშლის. 5-წუთიანი შესვენებების დროს საპირფარეშოს გამოყენებას ბევრი ცდილობს, შესაბამისად, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ხვდებიან, რაც ვირუსის გავრცელების წყარო შეიძლება გახდეს.

და ბოლოს, ასევე საფრთხის შემცველია ერთმანეთის ნივთების გამოყენება, რაც ნამდვილად უკონტროლოა. პედაგოგი, როგორც უნდა მოინდომოს, მაინც ვერ შეძლებს, აკონტროლოს თითოეული მოსწავლე გაკვეთილის დროს თუ დასვენებაზე, რომ მათ ერთმანეთს საკუთარი ნივთები არ ათხოვონ. ასევე შეუძლებელია მოსწავლეთა სიახლოვის მუდმივი კონტროლი. მართალია, საკლასო ოთახებში მერხები დისტანციით დგას, თუმცა დასვენებაზე ბავშვები ერთად იყრიან თავს და ხშირად, ასეთ დროს, პირბადეც არასწორად აქვთ მორგებული.


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

სიახლეები

რეგისტრაცია 30 აპრილს დაიწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

სსსმ მოსწავლის ასისტენტებს ფუნქცია-მოვალეობებისა და მომსახურების შეწყვეტის წინაპირობას გააცნობენ - დეტალური ინფორმაცია

შეფასების კრიტერიუმები ცნობილია - რა მინიმალური ქულა გჭირდებათ დაფინანსების მისაღებად

2 მილიონამდე სასკოლო ფორმის შეკერვა განათლების სამინისტროს 45 მილიონი ლარი დაუჯდება - დეტალები

„ჩვენი მიზანია, ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ და მასწავლებლები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი სააღმზრდელო პროცესში“...

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლის მიერ შესრულებული ინტეგრირებული პროექტი - კულინარია და რუსული ენა ერთ სივრცეში

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მას ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

კოთელიის საჯარო სკოლის მე-7 კლასში პიესა „ციფრული თავადობა ანუ სქროლვაა- ადამიანი?!“ დაიდგა და ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა

„ამ დაუვიწყარი დღისათვის მახაშის საჯარო სკოლა უღრმეს მადლობას უხდის ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკის გუნდს“...

დაწყებითი კლასის მოსწავლეები არაერთ საგანმანათლებლო-შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთნენ
საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება