სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონში“ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის შედეგს ნახულობენ“- ახმეტაში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა
29-09-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. 28 სექტემბერს კონკურსი ახმეტელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები. ამასთან, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ახმეტელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

ახმეტის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლის დირექტორი ჟანა ახალკაციშვილი:

„ძალიან მოგვწონს „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი, აქტიურად ვართ ჩართულები. მხოლოდ მივესალმებით ასეთ პროექტებს და მადლობას გიხდით რომ არსებობს პროექტი, რომელსაც „ეტალონი“ და izrune.ge ჰქვია. ბავშვები მოტივირებულები არიან, შარშან მეორე და მესამე ადგილზე გავიდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები და ამან საერთოდ ფურორი მოახდინა. ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია სხვა მოსწავლეებშიც და ჩართულობაც შესაბამისი იყო. რომელმა მოსწავლეებმაც წელს წარმატებას ვერ მიაღწიეს, ალბათ მომავალ სეზონზე გამოასწორებენ.“

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის დირექტორი იური მრელაშვილი:

„ამ პროექტში დიდი ხანია ვმონაწილეობთ, მათ შორის იმ პერიოდშიც, როდესაც ის დასწრებით რეჟიმში ტარდებოდა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები საკმაოდ წარმატებით მონაწილეობდნენ, ფინალისტები და ნახევარფინალისტებიც გვყავდა. რაც შეეხება წლევანდელ ინტელექტ-ჩემპიონატს, პანდემიიდან გამომდინარე დისტანციურად ჩატარდა და მოსწავლეებმა ამ სახით მიიღეს მონაწილეობა. მათი ნაწილი მეორე ეტაპზეც გადავიდა და კმაყოფილები არიან. პროექტი ძალიან კარგი და საინტერესოა. იმედი მაქვს, რომ მას ბატონი გოჩა გააგრძელებს და ჩვენც აქტიურად ვიქნებით ჩართულები, რადგან ბავშვების მხრიდან დაინტერესება მაღალია.“

ახმეტის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ბოდაველი:

„ჩვენ ინტელექტ-ჩემპიონატში თითქმის ყოველ წელს ვმონაწილეობთ. ჯერჯერობით პირველ ადგილზე არავინ გასულა, მაგრამ მაინც აქტიურად ვაგრძელებთ მონაწილეობას. ძალიან მომწონს ეს პროექტი და ძალიან დიდი პატივისცემითა და გულისხმიერებით ვადევნებთ თვალს მის მსვლელობას. ბატონი გოჩას მონდომებას დიდ პატივს ვცემთ. აქტიურად ვართ ჩართული და ვცდილობთ, რომ სხვა მოსწავლეებიც დავაინტერესოთ. მსგავსი პროექტები ბავშვებს ძალიან დიდ მოტივაციას უჩენს და თავიანთი ცოდნის აღიარება კიდევ უფრო დიდი სტიმულია მათთვის. „ეტალონის“ საშუალებით წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის შედეგს ნახულობენ. ძალიან მომეწონა, რომ პანდემიის მიუხედავად დისტანციურ ფორმატში ჩატარდა და მოსწავლეებმა მიღებული სიგელები მაშინვე გამოაქვეყნეს, ოჯახმა და სკოლამაც გავიზიარეთ. ალბათ, არც არის სხვა მსგავსი პროექტი. დიდხანს უნდა იარსებოს „ეტალონმა“ და მისმა მსგავსმა პროექტებმა, რათა ბავშვებს მეტი მოტივაცია ჰქონდეთ და სწავლისკენ მეტად მომართული იყვნენ. „ეტალონი“ სკოლის ცხოვრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლის დირექტორი გულისა ნათელაური:

„ბავშვები მონდომებულები და მოტივირებულები არიან. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ბავშვებისთვის, განათლების სისტემისთვის ნამდვილად ძალიან კარგია. იგი ბავშვების გონებრივ სისტემასა და შესაძლებლობებს მეტად ანვითარებს. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ჩემპიონატში ადრეც ერთვებოდნენ, ზოგიერთი მათგანი მესამე ეტაპზეც გადასულა. მოსწავლეები რომ გაიგებენ, „ეტალონი“ იწყებაო, განსაკუთრებით ემზადებიან. მონდომებული არიან, რათა წარმატებას მიაღწიონ.“

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან გორელაშვილი:

„აღნიშნული პროექტი ძალიან კარგია. პროცესმა მშვიდ ვითარებაში, უპრობლემოდ ჩაიარა. საინტერესო, საგანმანათლებლო და ბავშვებისთვის აუცილებელი პროექტია. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა კარგი შედეგი აჩვენეს, მოხარული ვართ. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას. ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული. მოსწონთ, რადგან კონკურსი კარგად აჩვენებს სწავლის რა დონეზე არიან, რა სჭირდებათ მეტად განვითარებისთვის და რაზე უნდა იმუშაონ.“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლებში ახალი პროგრამა დაინერგება - ვის ეხება გადამზადება

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება