სიახლეები
ეტალონი

„ყოველთვის სიამოვნებით ჩავერთვებით ინტელექტ-ჩემპიონატში“ - მცხეთაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა
29-01-2018
-
+


მცხეთის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, მცხეთის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

ძველი ქანდის საჯარო სკოლაში ჩატარებული „ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზატორი მაყვალა იაკოფოვი:

„ძირითადად წარჩინებული მოსწავლეები ჩაერთნენ „ეტალონის“ შესარჩევ ტურში. ყველაფერი წესების მიხედვით ჩავატარეთ, ობიექტურად და გამჭვირვალედ. მოსწავლეთა უმეტესობამ კატეგორია „თამამი“ აირჩია. ბავშვები ხალისიანად ასრულებდნენ ტესტებს. შედეგებით კმაყოფილები ვართ. ყველაზე მაღალი ქულა 94 დაფიქსირდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მეორე ტურში გადასული მოსწავლეები ვამეცადინოთ, ტესტების ყველა ვარიანტი უნდა განვიხილოთ მათთან ერთად.“

ქსნის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ჭოტორლიშვილი:

„ეტალონის“ პირველ ტურში მოსწავლეთა ჩართულობა მაღალი იყო. უმაღლესი ქულა 70 დაფიქსირდა. ინტელექტ-შეჯიბრი მნიშვნელოვანია ახალგაზრდებითვის. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია.“

ქსნის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნანა ქუმსიაშვილი:

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი და ეროვნული პროექტია. შესარჩევმა ტურმა ჩვენს სკოლაში ობიექტურად ჩაიარა. მოსწავლეთა შედეგებით მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვარ, სასურველი იქნებოდა, უფრო მაღალი შედგები დაფიქსირებულიყო.“ 

ახალდაბის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თეა მიდელაშვილი:

„მოსწავლეები დაინტერესებულები არიან ინტელექტ-ჩემპიონატით. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, მოგვწონს მასწავლებლებსაც და ბავშვებსაც. მსგავსი ინტელექტუალური კონკურსები მნიშვნელოვანია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სკოლაში მსგავსი შეჯიბრები ხშირად ჩავატაროთ.“ 

ციხისძირის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ალანია:

„ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ პირველი ტურის ჩატარებას. ახლა კი პასუხებს ელოდებიან, თუ ვინ მიიღებს მეორე ტურში მონაწილეობას. „ეტალონი“ შემეცნებითი და სახალისო პროექტია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა კითხვიერების დონის ამაღლებას.“

ციხისძირის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თამარ კასრაძე:

„მოსწავლეთა უმეტესობამ კატეგორია „მამულიშვილი“ შემოხაზა. „ეტალონი“ დიდი მნიშვნელობის პროექტია. აქ ბევრი საგნის ინტეგრირება ხდება. ინტელექ-ჩემპიონატი მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს, რომ უკეთ ისწავლონ.“

გალავნის საჯარო სკოლის დირექტორი ელისაბედ ნავდარაშვილი:

„მაღალ დონეზე ჩავატარეთ შესარჩევი ტური. ყველა მოსწავლემ გადალახა ბარიერი, ძალიან გახარებული ვარ ამ ფაქტით. „ეტალონის“ სკოლებთან ურთიერთობის სპეციფიკება ძალიან მისაღებია ჩვენთვის. ყოველთვის ვერთვებით თქვენ მიერ შემოთავაზებულ აქტივობებეში როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები.“

გალავნის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ხატია კობაიძე:

„პირველ ტურში მონაწილე ყველა მოსწავლემ გადალახა ბარიერი. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო კითხვები იყო. „ეტალონი“, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პროექტია თავისი არსით. იგი ბავშვებს ეხმარება ზოგადი ცოდნის დაგროვებაში.“

მისაქციელის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ხუროშვილი:

„შარშან ჩვენი მოსწავლე ნუცა დიღმელაშვილი გახდა „მცხეთის ეტალონი მოსწავლე. მისი წარმატება დიდი სტიმული და მოტივაცია აღმოჩნდა ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის, რომ „ეტალონის“ შესარჩევ ტურში ჩართულიყვნენ. ბავშები დაინტერესებულები არიან ინტელექტ-ჩემპიონატით. ტესტირების შემდეგ ერთად განვიხილეთ კითხვები. მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებიან შემდეგ ტურს.“ 

მისაქციელის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნათია ბრაჭული:

„ობიექტრურად ჩავატარეთ შესარჩები ტური. მაქსიმალურად დავიცავით წესები, რაც ინტრუქციაში იყო მოცემული. საინტერესო კითხვები იყო, ბავშვებს ძალიან მოეწონათ. ტესტირების შემდეგ ერთად განვიხილეთ საკითხები.“

საგურამოს საჯარო სკოლის დირექტორი მანანა შამხალაშვილი:

„ინტელქტ-ჩემიონატმა დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების მხრიდან. ჩვენ სკოლაში შესარჩევი ტური ობიექტურად და გამშვირვალედ ჩავატარეთ. ხუთი მასწავლებელი იყო კომისიაში. ისინი ესწრებოდნენ ტესტირების პროცესს. შედეგებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უფრო მეტს ველოდით. დიდი მადლობა ამ პროექტს. ყოველთვის სიამოვნებით ჩავერთვებით ინტელექტ-ჩემპიონატში.“

საგურამოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლია გურასაშვილი:

„მოსწავლეთა ჩართულობა „ეტალონის“ შესარჩევ ტურში მაღალი იყო. ბავშვები ხალისით ჩაერთნენ. „ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებს მეტ სტიმულს აძლევს. რაც შეეხება შედეგებს, მართალია, მეტს ველოდით, მაგრამ მაინც კმაყოფილები ვართ.“

ძალისის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გათენაშვილი:

„მივესალმებით ამ პროექტს, ძალიან საინტერესოა და ძალიან მოგვწონს. „ეტალონი“ მოსწავლეებს სწავლისადმი მოტივაციის უმაღლებს. ჩვენი სკოლიდან შესარჩევ ტურში 21 მოსწავლე მონაწილდეობდა. ობიექტურად ჩავატარეთ პირველი ტური. აღსანიშნავია, რომ შარშან ჩვენი სკოლის მოსწავლე ათეულში მოხვდა. წელსაც იმედი გვაქვს, რომ წარმატებებს მივაღწევთ.“

ძალისის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო შერმაზანაშვილი:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. იგი მოსწავლებს კონკურენტუნარიანსა და მოტივირებულს ხდის. შესარჩევი ტური ძალიან კარგად ჩავატარეთ.“

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება