სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

მასწავლებელთა აცრის საკითხი კრებაზე წამოწიეთ - ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინელ მშობლებს ურჩევს პედაგოგთა ვაქცინაციას მიადევნონ თვალი
23-09-2021
-
+


უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში მშობლებს ურჩევენ მასწავლებელთა ვაქცინაციის საკითხი პედაგოგიურ საბჭოზე წამოჭრან. აღნიშნული ღონისძიება საჭიროა იმისთვის, რომ სკოლებმა საკარანტინო შეზღუდვების გამკაცრებისას მუშაობა შეძლონ. ამისთვის კი მასწავლებელთა არანაკლებ 80% უნდა იყოს აცრილი. 

აღნიშნულის შესახებ РБК-Україна უკრაინის მთავარი სანიტარული ექიმის იგორ კუზინის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. 

„მშობლებმა საკითხის განხილვა მშობელთა კრებაზე ან პედაგოგიურ საბჭოზე უნდა დაიწყონ ... მშობლებს ამ საკითხის ინიცირება და საქმის ცოტათი დაჩქარება შეუძლიათ“,- განაცხადა მან. 

კუზინი მშობლებს ურჩევს სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს ვაქცინაციის სტიმული მისცენ. 

„...დავაჩქაროთ ეს პროცესი სწორედ პედაგოგიურ საბჭოზე, რადგან ეს სასწავლო დაწესებულების მმართველი ორგანოა“,- დასძენს კუზინი. 

მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთ რეგიონში მშობლები საკუთარი მაგალითით მასწავლებლებს მოტივაციას აძლევენ: ისინი მიდიან სკოლაში და მასწავლებლებს ვაქცინის სარგებლისა და მისი უასფრთხოების შესახებ ესაუბრებიან. 

გარდა ამისა, ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის კუზინი მშობლებს სთავაზობს ახსნა-განმარტებითი სამუშაოები ჩაატარონ, აჩვენონ საკუთარი მაგალითი ან სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელობასთან პერსონალური მოლაპარაკებები წარმართონ. 

აღსანიშნავია, რომ ადრე უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანაში „წითელი“ დონის საკარანტინო შეზღუდვების შემოღების შემთხვევაში, სკოლები მხოლოდ იმ პირობით შეძლებენ მუშაობას თუ მასწავლებლების 80% იქნება აცრილი. 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება