სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„აუცილებელია ტრენინგი ყველა პედაგოგმა გაიაროს“ - მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა
20-09-2021
-
+


მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება; რამდენად სწორად მიაჩნია აღნიშნული ცვლილება, არიან თუ არა მასწავლებლები სიახლეებისთვის მზად და რა მოლოდინები აქვს ახალი სასწავლო წლისგან, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა საუბრობს.

- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2011 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?

- 2021-2022 სასწავლო წლისგან იმედი გვაქვს, რომ პანდემია დასრულდება და ისევ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალების წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?

- ჩვენი სკოლისთვის ელექტრონული ჟურნალის წარმოება ახალი არ არის, როგორც მოგეხსენებათ ელექტრონული ჟურნალის წარმოება 2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრიდან უკვე მიმდინარეობდა. ჩვენი პედაგოგებისათვის ელექტრონული ჟურნალის წარმოება სირთულეს არ წარმოადგენს.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ,არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება ,რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას  და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- რა თქმა უნდა, პანდემიის დასრულებისათვის აუცილებელია, რომ ყველა პედაგოგი იყოს ვაქცინირებული, მაგრამ პედაგოგებისისთვის ვაქცინაციის დაძალება არ უნდა მოხდეს. ამ დროს ადამიანური ფაქტორია, თავად პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ბავშვებთან უწევს მუშაობა და კონტაქტი.

- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს, რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?

- რა თქმა უნდა, ვეთანხმები ამ აზრს, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი  ფორმატია, მოსწავლეებს და მშობლებს ვურჩევდი, რომ ამ პროცესს სრული პასუხისმგებლობით მოეკიდონ და იმედი იქონიონ, რომ ეს ყველაფერი დროებითია.

- როგორი შედეგი აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგებისა და ეფექტურობაზე ?

- მუხროვანის სკოლაში ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებულია, მათ შორის წელს ორმა პედაგოგმა დაადასტურა პედაგოგის კომპეტენცია. რაც შეეხება ტრენინგებს, რა თქმა უნდა აუცილებელია ყველა პედაგოგმა ტრენინგი გაიაროს, ანუ კვალიფიკაცია ყოველ წელს აიმაღლოს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება