სიახლეები
სიახლეები

ყველა მოსწავლეს აქვს ინტერნეტი - საქსტატის რეალობას აცდენილი კვლევა 
21-09-2021
-
+


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც  Covid 19-ის გავლენას ეხება ბავშვებზე და ოჯახებზე. გარდა ამისა, გამოკვლევაში დისტანციურ სწავლებაზეა ინფორმაცია: რამდენი მოსწავლე იყო ჩართული ონლაინ-გაკვეთილზე, როგორც ქალაქში, ასევე სოფლად. შედეგების მიხედვით, მოსწავლეთა 96% ესწრებოდა საგაკვეთილო პროცესს, ხოლო დანარჩენს ინტერნეტთან წვდომა ჰქონდა, თუმცა ჩართულები არ იყვნენ. აღსანიშნია ისიც, რომ კვლევა 7 დღის შედეგს აჩვენებს.

დიაგრამაზე წარმოდგენილია geostat-ის ის კვლევა, რომელიც გვიჩვენებს 6-17 წლის ასაკის ბავშვების პროცენტულ განაწილებას ონლაინ-გაკვეთილებზე დასწრების მიხედვით:

საინტერესოა, რამდენად ასახავს რეალობას სტატისტიკა, იმის ფონზე, რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს, როგორც ტექნიკის, ასევე ინტერნეტის პრობლემა აქვს. ამის შესახებ დირექტორებიც და მშობლებიც ღიად საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლება 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში დაიწყო, ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელია, განსაკუთრებით რეგიონებში. საქართველოს მასშტაბით, სოფლების უმეტესობას ინტერნეტი დღემდე არ მიეწოდება. შესაბამისად, მშობლებს მობილური ინტერნეტპაკეტის შეძენა უწევთ, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ამის ფუფუნება ყოველთვის არ აქვს, მიუხედავად იაფი ინტერნეტპაკეტისა, არსებული სტატისტიკის მცდარობა დასტურდება. 

რამდენად შეესაბამება რეალობას ეს ციფრები, ამის შესახებ etaloni.ge-ს „განათლების კოალიციის“ დირექტორი, გიორგი ჭანტურია ესაუბრა:

„ნამდვილად შემიძლია ვთქვა, ტექნოლოგიური ხელმისაწვდომობის პრობლემა არსებობს და ბავშვების უმეტესობა ონლაინ-სწავლებაში ტელეფონით იყო ჩართული. გარდა ამისა, ინტერნეტთან ხელმისაწვდომობის პრობლემაც იკვეთება და გაცილებით მაღალია ეს ციფრები, ვიდრე კვლევაში ჩანს... ჩვენი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, ბოლო დღეებია რეგიონებში დავდივართ და პლანშეტებს გადავცემთ იმ სკოლებს, რომლებსაც ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. ​შესაბამისად, საკითხის წარმოჩენა, რომ პრობლემა ნაკლებად გვაქვს, არასწორია“.

არადა, საქსტატი კვლევის საფუძველზე გვიმტკიცებს, რომ მოსწავლეებს ინტერნეტთან წვდომის პრობლემა არ აქვთ - 0%-ითაა აღნიშნული ასეთი ბავშვების მონაცემები და თუ ყველაფერი ასე იდეალურად მოვაგვარეთ, მაშინ საინტერესოა, რისთვის შეიქმნა პროექტები, რომლებიც დისტანციურ სწავლებას გამოთიშულ მოსწავლეებს ეხმარება, არ ჩამორჩნენ საგაკვეთილო პროცესს. მაგალითისთვის ტელესკოლაც კმარა, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება და რამდენადაც ცნობილია, არცთუ მწირი თანხა ჯდება მისი შენახვა. გასაგებია, რომ საზოგადობრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ფუნქცია განათლების ხელშეწყობაა, მაგრამ არსებული სტატისტიკა ტელესკოლის აუცილებლობას ავტომატურად გამორიცხავს, თუმცა გიორგი ჭანტურიას თქმით, ეს პროექტი უფრო მასწავლებლებზეა მორგებული, ვიდრე - მოსწავლეებზე:

„არ მინდა მიკერძოებული გამოვჩნდე, რადგან თავადაც ვასწავლი ტელესკოლის ფორმატით, მაგრამ პროექტის დასაწყისში ჩაიდო გარკვეული ფინანსური რესურსი, ზუსტად არ ვიცი, რამდენი და შემდეგ შეწყდა მისი განვითარება - ჩანაწერების გაშვება დაიწყეს. ტელესკოლის განვითარებაზე არ იზრუნეს; გარდა ამისა, არასწორი აქცენტი კეთდება, როცა ამბობენ სასკოლო განათლების ალტერნატივაა. რეალურად ტელესკოლა მასწავლებლის დამხმარე საშუალებაა, დამხმარე რესურსი, უბრალოდ, მასწავლებლებმა მისი სწორად გამოყენება უნდა იცოდნენ“.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კი ჩნდება ლოგიკური კითხვა - ტელესკოლა თუ მასწავლებლის დამხმარე რესურსია და მოსწავლეებსაც ინტერნეტის პრობლემა არ აქვთ, ხომ არ აჯობებდა პროექტის ბიუჯეტით ბავშვებისთვის შეეძინათ ტექნიკა? მოსწავლეების უმეტესობა, მობილურით ერთვება საგაკვეთილო პროცესში, გარკვეულ ოჯახებში რამდენიმე დედმამიშვილია და შესაბამისად, ტექნიკის ნაკლებობასაც განიცდიან. ასევე არიან ისეთებიც, რომლებსაც არც ტელეფონი გააჩნიათ და არც კომპიუტერი. შეიძლება ეს თანხა ყველა მოსწავლეს არ ეყოს, მაგრამ გარკვეულ რაოდენობას ხომ მაინც დააკმაყოფილებს? - გიორგი ჭანტურია კი აღნიშნავს, რომ რეალობა საქსტატის მაჩვენებელთან აცდენილია და მოსწავლეების საჭირო ტექნიკით აღჭურვა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული: 

ტელესკოლის ბიუჯეტი (ზუსტად არ ვიცი რამდენი აქვს, მაგრამ არ მგონია ბევრი იყოს), ვფიქრობ, ახლოსაც ვერ მივა იმ თანხებთან, რაც მოსწავლეების აღჭურვისთვისაა საჭირო, იმდენად ბევრს აქვს ეს პრობლემა. სამწუხაროდ, სახელმწიფოსაც კი ვერ ექნება რესურსი ყველა მოსწავლეს ტექნიკა გადასცეს. სწორად მიმაჩნია, სახელმწიფომ სხვადასხვა ინიციატივებით წაახალისოს კერძო სექტორები, თავად სკოლებმაც შესაძლებლობების მიხედვით უნდა გამოიყენონ საკუთარი რესურსი. არაერთი სკოლაა, რომელსაც ეზოგება კომუნალური ხარჯები და წინა წლიდან აუთვისებელი თანხაც რჩება - ამიტომ სკოლამ თავად უნდა გადაწყვიტოს შეუძინოს თუ არა მოსწავლეს ტექნიკა. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას სკოლები ვერ იღებენ, რადგან ცენტრალიზებულად იმართება სისტემა. სკოლას, რომ ამის საშუალება მიეცეს, იმაზე მეტი ბავშვი აღიჭურვება ტექნიკით, ვიდრე სახელმწიფო შესყიდვების შედეგად“.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

9 იანვრიდან ამინდი აირევა: მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, თოვლი და ქარბუქი - გარემოს ეროვნული სააგენტო 

ხელფასები იცვლება საათობრივი და დღიური დატვირთვის მიხედვით - განათლების სამინისტროს რომელი უწყების თანამშრომლებს ექნებათ განსხვავებული ანაზღაურება

რას ნიშნავს განვითარების ინდივიდუალური გეგმა, რომელიც ბაღებში საგანმანათლებლო პერსონალის კონსულტაციასაც ითვალისწინებს

10 ათასი კალმის შესაძენად NAEC 8000-მდე ლარს გადაიხდის - საგამოცდო კალმების ნიმუში ცნობილია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ქარცეფის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ

სადღესასწაულო გარემოში ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას მხიარული განწყობა, ღიმილი და ბავშვური სიხარული გაუზიარეს

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა გულთბილად მიულოცეს მაყურებელსა და სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი

ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები და მშობლები, რომლებმაც მოსწავლეები მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს

საინტერესო

გოგოს ყველაზე პოპულარული სახელი წელს ნიცა, ბიჭის კი ალექსანდრე იყო  - პოპულარაული სახელების ხუთეული

სიახლეები
საზოგადოება