სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა გაიაზროს, რომ სწავლა ერთადერთი იარაღია გამარჯვებისთვის“-ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მიმართვას ავრცელებს
17-09-2021
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებსა და მშობლებს მიმართავს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მასწავლებლები მზად არიან სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

15 სექტემბერს ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი სემესტრის ზარი დისტანციურად დაირეკა. დირექცია მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილებზე აქტიურად დასწრებას მოუწოდებს.

„სკოლის პედაგოგები სრულად მზად არიან სწავლის ამ რეჟიმში აღდგენისთვის.

მოვუწოდებთ მშობლებსა და მოსწავლეებს, გამართონ „თიმსის“ პროგრამა და აქტიურად შეუერთდნენ გაკვეთილებს. ცხრილები უკვე მოწოდებულია, საათები განაწილებულია, ახლა კი დროა ყველა მოსწავლემ ახალი შემართებით დაიწყოს ახალი სასწავლო წელი. თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა გაიაზროს, რომ სწავლა ერთადერთი იარაღია გამარჯვებისთვის და ჩვენ, ყველას, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კონკურენციის გაწევა მოგვიწევს მსოფლიო დონის სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საკუთარი თავის მრავალ მხრივ განვითარებისთვის.

აქვე დაგიანონსებთ, რომ განახლებული თვითმმართველობა ახალი შემართებით დაიწყებს უამრავი ღონისძიების გატარებას მრავალი კუთხით, რადგან მიგვაჩნია, რომ არაფორმალური განათლება აუცილებელია და ადამიანის მრავალ მხრივ განვითარება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. ახალი თვითმმართველობა, ახალი იდეებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ თითოეული ჩვენი სკოლის მოსწავლე გაააქტიუროს.

გისურვებთ ჯანმრთელობას და გელოდებით ონლაინ გაკვეთილებზე“, - წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება