სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც თავისი წილი აგური უნდა დადოს სამშობლოს საკეთილდღეოდ“-დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის დირექტორის მილოცვა
15-09-2021
-
+


 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის დირექტორი, ნათია დევაძე ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს მოსწავლეებს და წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს.

„ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას;
წარმატებულ, ნაყოფიერ და შემოქმედებითად საინტერესო წელს გისურვებთ!
მართალია, ამ ეტაპზე სწავლას ონლაინ ფორმატში ვიწყებთ და ეს ერთგვარი გამოწვევაცაა სირთულესთან შესაჭიდებლად, თუმცა, ვიმედოვნებ, ამასაც გადავლახავთ და სულ მალე დავუბრუნდებით სასკოლო-საკლასო გარემოს.
სკოლა - არ ნიშნავს მხოლოდ ცოდნის შესაძენ ადგილს, მას გაცილებით დიდი დანიშნულება აქვს, აქედან სწავლობთ ცხოვრების ავან-ჩავანსაც და თითოეული მასწავლებლის ღვაწლი სწორედ, რომ ფასდაუდებელია თქვენი, როგორც განათლებულ, ასევე ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბების ურთულეს პროცესში!
თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც თავისი წილი აგური უნდა დადოს სამშობლოს საკეთილდღეოდ და ამას მხოლოდ განათლების მიღების სურვილით, ჭეშმარიტი ადამიანობით შეძლებთ!
დაუძლეველი არაფერია - ერთობლივი ძალებით ყველა დაბრკოლება გადაილახება და სულ მალე თქვენი ჟრიამულის მომლოდინე
სკოლის კედლები თუ საკლასო ოთახები კვლავ ძველებურად ახმაურდება!
 მიგულეთ თქვენს სამსახურში, თქვენ გვერდით - მიყვარხართ და მეიმედებით!“- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება