სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასწავლო დღეები შემცირდა და გამოცდები გაუქმდა - პანდემიის გავლენა სკოლებზე მსოფლიოს მასშტაბით
02-10-2021
-
+


UNESCO-ს, UNICEF-ის და მსოფლიო ბანკის მკვლევარებმა ფართომასშტაბიანი გამოკითხვა ჩაატარეს იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია COVID-19-ის პანდემიამ განათლების ხარისხზე მთელ მსოფლიოში. 

2021 წლის თებერვლიდან მაისამდე პერიოდში 142 ქვეყანა გამოიკვლიეს. კვლევამ სკოლამდელი, დაწყებითი და საშუალო განათლება მოიცვა.

„სწავლის დანაკარგების გაზომვა კორონავირუსის შედეგების შესამსუბუქებლად უმნიშვნელოვანესი პირველი ნაბიჯია“,- განაცხადა UNESCO-ს სტატისტიკის ინსტიტუტის დოქტორმა სილვია მონტოიამ.

კვლევის შედეგები:

ქვეყნების დაახლოებით 40%-მა სასწავლო წელი ზაფხულშიც გაახანგრძლივა, ქვეყნების იგივე წილმა კი პრიორიტეტად განსაზღვრა ინდივიდუალური პროგრამები ან კურსები. მაგრამ ქვეყნების ნახევარზე მეტში განაცხადეს, რომ არანაირი კორექტივები არ განუხორციელებიათ. 

ბევრმა ქვეყანამ ანტიეპიდემიური ღონისძიებები გაატარა საგამოცდო ცენტრებში, მათ შორის 28%-მა გააუქმა დაწყებითი სკოლის გამოცდები, ხოლო ქვეყნების 18%-მა უფროს კლასებში. 

ამავე დროს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა მოსწავლეთა სკოლაში დასაბრუნებლად ყველაზე ძირითადი ღონისძიებების გატარებაც ვერ შეძლებს. მაგალითად 10% -ზე ნაკლებში განაცხადეს, რომ არ აქვს საკმარისი პირბადეები, საპონი და უსაფრთხოების სხვა საშუალებები.

ქვეყნების უმეტესობამ მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლება უზრუნველყო: რადიო და სატელევიზიო ტრანსლაცია უფრო პოპულარული იყო დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, ხოლო მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები ონლაინ რეჟიმში სწავლობდნენ. თუმცა, დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მესამედზე მეტმა აღნიშნა, რომ დისტანციურად სწავლა დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა ნახევარზე ნაკლებმა შეძლო. 

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სკოლები მთელ მსოფლიოში სწავლის ყველა საფეხურზე სრულად დაკეტილი იყო საშუალოდ 79 სასწავლო დღე, რაც სასწავლო დღეების საერთო რაოდენობის დაახლოებით 40% შეადგენს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება