სიახლეები
სამასწავლებლო

უნდა ჰქონდეს თუ არა სკოლას უფლება, სწავლის ფორმატი დამოუკიდებლად გადაწყვიტოს? -  დირექტორების მოსაზრებები
10-09-2021
-
+


საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან ონლაინ-რეჟიმში განახლდება და მოსწავლეები საკლასო ოთახებს, 4 ოქტომბერს დაუბრუნდებიან. უნდა ჰქონდეთ თუ არა სკოლებს უფლება, სწავლის ფორმატის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღონ, ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების გასაგებად etaloni.ge საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა.

ლია შატაკიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორი:

სოფლისა და ქალაქის სკოლებში სხვადასხვა სიტუაციაა და ერთიანი გადაწყვეტილების ყველაზე მორგება არ მიმაჩნია სწორად -  ადგილზე უნდა ხდებოდეს სიტუაციის შეფასება; თუმცა, ძალიან ძნელია, რომ დირექტორმა ბავშვებიდან გამომდინარე საკუთარ თავზე აიღოს სწავლის ფორმატის განსაზღვრის პასუხისმგებლობა; განსაკუთრებით ეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ეხება,  ხელმძღვანელობა უნდა წყვეტდეს. გასათვალისწინებელია სოფელში, მოსახლეობაში ვირუსის გავრცელების დონე როგორია, არამხოლოდ კორონა ვირუსზე, არამედ სხვა გადამდებ ვირუსებზეც და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდეს დისტანციურად უნდა დაიწყოს თუ არა სწავლა. როდესაც სიმშვიდე და სიწყნარეა, მითუმეტეს საკლასო ოთახები გვაძლევს საშუალებას ბავშვები დისტანცირებულები იყვნენ ერთმანეთისგან, ასევე მასწავლებლებიც თუკი აცრილები იქნებიან, მაშინ სწავლის ფორმატის გადაწყვეტილება თავად სკოლამ უნდა მიიღოს.  

შორენა ხაბაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლის დირექტორი:

როგორც მოგეხსენებათ, სწავლას დასწრებით რეჟიმში 4 ოქტომბერს დავიწყებთ. ზოგადად როგორც იტყვიან, სკოლებიც ისე მოვიქცევით, ჩვენ პირადად სკოლაში არანაირი პრობლემა არ გვაქვს არც ერთ შემთხვევაში.

ლელა დარძული, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, მხოლოდ სკოლა ვერაფერს იზამს, რადგან სამედიცინო თვალსაზრისით, არ ვართ კომპეტენტურები. ამ საკითხში ბევრი უნდა იყოს ჩართული და თავად განათლების სამინისტრომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

იულო ხელაძე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა სახელმწიფოს გადასაწყვეტია. ვხედავთ ძალიან მძიმე სიტუაციაა ჩვენს გარშემო და აქედან გამომდინარე ჩვენ დამოუკდიებლად მივიღოთ რაიმე გადაწყვეტილება, სამინისტროს წერილი მივწეროთ რომ გინდა თუ არა დასწრებით რეჟიმში დავიწყოთ სწავლაო ეს მე არ მიმაჩნია სწორად. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს უნდა დავეყრდნოთ პირველ რიგში და მათი რეკომენდაციები გავითვალისწინოთ.

ვარლამ თაგოშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი:

გადაწყვეტილებების მიღება ცენტრალიზებულად ხდება და რეკომენდაციები სკოლებმა უნდა გავითვალისწინოთ. განათლების სამინისტრო ჩვენგან ინფორმაციას ყოველ კვირეულად იღებს და ამის მიხედვით ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენს მაგალითზე ვიტყვი, რომ ჩვენი პერსონალი სრულად არ არის ვაქცინირებული, ზოგი რა მოსაზრებისაა ზოგი რა... სწორედ, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ სწავლა საკლასო ოთახებში დავიწყოთ. ალბათ, 4 ოქტომბერს სკოლებში დავბრუნდებით. იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ჩვენგან მიდის სამინისტროში, ვფიქრობ სწორია, რომ ჯერ სწავლა ონლაინ რეჟიმში იწყება. ასეთი მდგომარეობა რომ არ იყოს შექმნილი, რა თქმა უნდა, სკოლას უნდა ჰქონდეს სწავლის შესახებ გადაწყვეტილების უფლება.


შორენა ქორიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლის დირექტორი:

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ცოტა ბავშვია, შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მე ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას. მე არ ვიცი ვის ოჯახში რა ხდება და ვის აქვს ეს ვირუსი; აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სახელმწიფო სწორ რეკომენდაციებს იძლევა სწავლის ფორმატთან დაკავშირებით.

გენადი ჩოვუშიანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, დირექტორებმა რომ მიიღონ სწავლის ფორმატის შესახებ გადაწყვეტილება სწორი იქნება, მითუმეტესი იქ სადაც მცირეკონტიგენტიანი სკოლაა. დირექტორმა უნდა ნახოს სიტუაცია, შეაფასოს და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება როგორ სჯობს სწავლის განახლება.

მალხაზ ჩიხლაძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლის დირექტორი:

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, სკოლა ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. სიტუაციაზე ვართ დამოკიდებულები და ამიტომ, სწავლის ფორმატის საკითხები კომპეტენტური პირებისგან უნდა იყოს დასაბუთებული. ჩვეულებრივი სიტუაცია რომ იყოს, რა თქმა უნდა თავად სკოლა გადაწყვეტს როგორ ჯობს სწავლის განახლება, მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ვფიქრობ, მთავრობის გადაწყვეტილება ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით აუცილებლობას წარმოადგენდა; თუ სიტუაცია დადებითად შეიცვლება რა თქმა უნდა სკოლები მზად იქნებიან ამ ახალი გამოწვევებისთვის.

დოდო ჭყონია, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი:

მარტო სკოლა და დირექტორი ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, თუ შესაბამისი კვლევები არ ჩატარდება და არ გავიგებთ ვირუსი რა სიხშირით არის გავრცელებული.  რეკომენდაციებს უნდა დავექვემდებაროთ და იმის მიხედვით გადაწყდეს სწავლის ფორმატთან დაკავშირებული საკითხი; მნიშვნელობა არ აქვს ცოტა ბავშვია სკოლაში თუ ბევრი, მთავარია ვირუსი რამდენად არის გავრცელებული და როგორია აცრის რაოდენობა, მშობლებში და პედაგოგებში. ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული სწავლის ფორმატის გადაწყვეტილება. ჯანდაცვისა და განათლების სამინსიტროები ერთობლივად უნდა შეჯერდნენ. რა თქმა უნდა, თუ სოფელსა და დასახლებაში ვირუსი გავრცელებული არ არის, მაშინ სწავლის დაწყება დასწრებით რეჟიმში შეიძლება. ამ ეტაპზე, მე რასაც ვხედავ მართლა ჯობდა სწავლის დისტანციურ რეჟიმში განახლება.

დარეჯან კანანაძე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

მართალია ჩემი სკოლა მცირეკონტიგენტიანა, მაგრამ მთლად ჩემზე რომ იყოს სწავლის ფორმატის გადაწყვეტილება დამოკიდებული არ მინდა. ჯობია შეთანხმებულად მოხდეს ყველაფერი - ჩვენ, მითითებებს და რჩევებს მივიღებთ. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ასე, გამოკვეთილად ვერ ვიტყვი ვერაფერს.

სამსონ ჯიბუტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორი:

ეს ისეთი საკითხია, რომელიც ძალიან დიდ დაკვირვებას მოითხოვს. საჭიროა, სკოლაში ექიმიც იყოს მობილიზებული და ასევე, გატესტვის საშუალებაც იყოს. მართალი გითხრათ, სკოლას სწავლის ფორმატის შესახებ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდება, რადგან ჯანდაცვის სისტემასთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. სკოლა ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს. მასიურად სკოლებში თანამშრომლები აცრილები რომ იყვნენ და ჰიგიენურ-სანიტარული მდგომარეობა ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდეს, მაშინ შესაძლოა დაასწრებითი რეჟიმის გადაწყვეტილება მიღებულიყო. ახლა ეს სიტუაცია არ არის და სამწუხაროდ, მოკლებულნი ვართ საჭირო აღჭურვილებებსაც.

ხათუნა ქუქიშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლის დირექტორი:

სწავლის ფორმატის შესახებ გადაწყვეტილება პედაგოგებმა და მშობლებმა ერთობლივად უნდა მიიღონ და ყველას აზრი იქნეს გათვალისწინებული. ჩვენს სკოლაში ცოტა მოსწავლეა ზოგ კლასში ერთი ბავშვია, ზოგან ორი ან სამი, შესაბამისად დისტანციის დაცვითა და ნიღბის გამოყენებით, ვფიქრობ სკოლაში სწავლა არ გაძნელდება. სწავლის ფორმატის გადაწყვეტილება სკოლის საზოგადოებამ უნდა მიიღოს.

ევა ბეგაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის საჯარო სკოლის დირექტორი:

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ცოტა ძნელია ჩვენ თვითონ რომ მივიღოთ გადაწყვეტილება; თუმცა, გასულ წელს როდესაც სხვა სკოლები გაჩერებულები იყვნენ ჩვენ არ გავჩერებულვართ და ვსწავლობდით დასწრებით რეჟიმში, რადგან სოფელში ეპიდემია გავრცელებული არ იყო. ახლა სიტუაცია შეცვლილია და კორონავირუსი ბევრს აქვს, ამიტომაც ვშიშობთ. ისე კი, სკოლაში სწავლის დაწყებას და გაკვეთილზე შესვლას მოსწავლისთვისაც და პედაგოგისთვისაც არაფერი სჯობს. ამ ეტაპზე, ისეთი სიტუაციაა რომ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა უკეთ იციან სწავლის ფორმატი როგორ სჯობს.

ანზორ ხვედელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

4 ოქტომბრამდე, როგორც არის მთავრობის მიერ გამოცხადებული ამის წინააღმდეგ ჩვენ ვერ წავალთ, ეს რეკომენდაციები საყოველთაოა. მე პირადად როგორც სკოლის დირექტორს არც მორალური და არც ოფიციალური უფლება მაქვს, რომ პირდაპირ ჩემი გადაწყვეტილებით ბავშვი ან ონალინზე გადავიყვანო ან დასწრებითზე. სიტუაციას შევატყობინებთ რესურსცენტრს, განათლების სამინისტროს  და შემდეგ თვითონ გადაწყვეტენ როგორ სჯობს სწავლის განახლება. შარშან იყო შემთხვევა, რომ 10 დღით გადავედით ონლაინ სწავლებაზე და ახლაც თუ რაიმე პრობლემა კვლავ გაჩნდება მე შესაბამის უწყებებს შევატყობინებ. დირექტორმა უნდა აცნობოს შექმნილი მდგომარეობა იმ ორგანიზაციას, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება, ცალკე დირექტორს არ აქვს უფლება ასეთ სიტუაციაში ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს.

მარინა ბედოიძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, სწავლის ფორმატთან დაკავშირებულ საკითხს ჩვენ ვერ გადავწყვეტთ; შეიძლება გვაქვს ამის უფლება, მაგრამ გვყვავს ზემდგომი ორგანო - რესურსენტრი. ჩვენ ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, სულ მცირე რესურსცენტრმა მაინც უნდა მიიღოს სწავლის ფორმატის შესახებ გადაწყვეტილება.

ნინო ჯალიაშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ამ ეტაპზე, ვფიქრობ ონლაინ რეჟიმში სწავლის დაწყება მისაღებია. თუკი მდგომარეობა დასტაბილურდება რა თქმა უნდა სწავლის დაწყება საკლასო ოთახებში სჯობს. შარშან მაგალითად, როდესაც ჩვენს სოფელში სიტუაცია დამძიმდა დირექტორებს მოგვცეს საშუალება თავად მიგვეღო დისტანციურზე გადასვლის გადაწყვეტილება. განათლების სამინისტროს წერილობით ვაცნობეთ შექმნილი მდგომარეობა და ასევე, მშობლებმაც მოითხოვეს და ამგვარად გადავწყვიტეთ. ჩვენ უკეთ ვიცით ადგილზე რა ხდება და როგორი მდგომარეობაა. ჩემი აზრით, თავად სკოლა უნდა იღებდეს ამგვარ გადაწყვეტილებას.

რეზო ვადაჭკორია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით იძულებულები ვართ დავუჯეროთ მედისკოსებს და გავითვალისწინოთ მათი რეკომენდაციები. სხვა შემთხვევა რომ იყოს, მაშინ თავად სკოლამ ადგილზე უნდა გადაწყვიტოს სწავლის ფორმატთან დაკავშირებული საკითხი. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უმჯობესია დავუჯეროთ ექიმებს და მათ მოვუსმინოთ.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
​აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი
ოლიმპიადაში მონაწილე 200-მდე მონაწილეს შორის ოთარი საუკეთესო 15 მონაწილეს შორის მოხვდა
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება