სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლები არ წარმოადგენს დაავადების გავრცელების მთავარ კერას“ - გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი
02-09-2021
-
+


საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი ამბობს, რომ ბავშვებისთვის სკოლებში სწავლების პირისპირ დაწყება მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, მსოფლიოში დამტკიცებულია, რომ სკოლები არ წარმოადგენს კორონავირუსის გავრცელების მთავარ კერას და დაკეტილი სკოლების პირობებში ბავშვები არამხოლოდ აკადემიურ რეგრესს განიცდიან, არამედ ეს უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ასევე ამბობს, ჯერ კიდევ გასული წლიდან ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სკოლები უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო, რაც დაიხურება.

„უამრავი მტკიცებულებაა, რომ დაკეტილი სკოლების პირობებში ბავშვები არამხოლოდ განიცდიან აკადემიურ რეგრესს, არამედ ეს ასევე უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, სოციალურ კავშირებსა და სოციალურ უნარებზე. მეორე მხრივ, ასევე დამტკიცებულია, რომ მსოფლიოში სკოლები არ წარმოადგენს დაავადების გავრცელების მთავარ კერას“, - განაცხადა ღასან ხალილმა.

მან ასევე საქართველოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, ამ პირობებში უამრავ მოსწავლეს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, რაც ონლაინ სწავლებისას მათი განათლების დონეზე აისახება.

"არის თუ არა ვაქცინაციის კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელი პროფესიული ჯგუფებისთვის, როგორიც მაგალითად მასწავლებლებია, სავალდებულო მოთხოვნა სხვა სექტორებისთვის? მაშინ რატომ ვითხოვთ ამას სკოლებისგან? როცა ყველა სხვა სექტორი გახსნილია, რატომ უნდა იყოს სკოლები დაკეტილი? და გვიფიქრია ათასობით მოსწავლის შესახებ, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე? როგორ მიიღებენ ასეთი ბავშვები განათლებას? ისინი მას ვერ მიიღებენ და ეს უზარმაზარ პრობლემას შეუქმნის ათასობით ბავშვს, რომელთაც არ აქვთ წვდომა ონლაინ სწავლებაზე", - ამბობს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი.

სწავლის განახლებამდე ორი კვირა რჩება. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, არსებულ ვითარებაში საკლასო ოთახებში სწავლის განახლების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება