| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განცხადებით, მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს შექმნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამისათვის კი მნიშვნელოვანი მექანიზმია ვაქცინაცია, რომელშიც პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ზოგადად, საზოგადოება კიდევ უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ.
„უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის ყველა წარმომადგენელს, როგორც სტუდენტებს, ასევე პროფესორ მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ვთხოვთ, ყველამ ერთად ვიზრუნოთ უსაფრთხო უნივერსიტეტების პოლიტიკაზე, რაც აუდიტორიის სივრცეში ჩვენი დაბრუნების პროცესს დააჩქარებს“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, ვირუსის გავრცელების პრევენციასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გახსნილი სპეციალურ ამცრელ კაბინეტებში განათლების სფეროს წარმომადგენელთა აცრა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ცნობისთვის, სრულად ვაქცინირებულია განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და მოადგილე, ეკატერინე დგებუაძეც.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმების გაყიდვა 2 ნოემბრიდან დაიწყება
„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა