სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პოსტკოვიდური სინდრომის 200-ზე მეტი სიმპტომი აღრიცხა
28-08-2021
-
+


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, პოსტკოიდური სინდრომის იგივე „Long Covid“-ის მქონე ადამიანებს მოუწოდა სამედიცინო დახმარებას მიმართონ. ამის შესახებ AFP წერს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ უცნობია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც, შესაძლოა, ჯერ კიდევ ინფექციის შედეგებით იტანჯებიან.

„პოსტკოვიდური სინდრომი იგივე Long Covid ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ღრმა შეშფოთებას იწვევს“,- განაცხადა ბრიფინგზე ჯანმო-ს ახალი დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა, მარია ვან კერჰოვმა და აღნიშნა, რომ ექსპერტებმა დღემდე არ იციან „რამდენ ხანს გრძელდება ეს ეფექტი“, ამიტომ ორგანიზაცია უფრო ფართომასშტაბიან კვლევებსა და პოსტკოვიდური სინდრომის მქონე ადამიანების სარეაბილიტაციო პროგრამების გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს.

ჯანმო-ს წარმომადგენელი ჯანეტ დიაზი, რომელიც „Long Covid“-ს შეისწავლის, აღნიშნავს, რომ მეცნიერებმა პოსტკოვიდური სინდრომის 200-ზე მეტი სიმპტომი აღრიცხეს.

მათ შორის, არის ტკივილი გულმკერდის არეში, ჩხვლეტა და გამონაყარი, უჰაერობა, მუდმივი დაღლის შეგრძნება, გონების დაკარგვა ან კონცენტრაციის პრობლემები, ასევე გულსისხლძარღვთა და ნევროლოგიური დარღვევები.

დიაზმა დასძინა, რომ ზოგიერთ პაციენტს სიმპტომები მწვავე ფაზის შემდეგაც აწუხებდა, სხვები თავს უკეთ გრძნობდნენ, მაგრამ შემდეგ გამქრალი სიმპტომები კვლავ იჩენდნენ თავს.

ამასთან, თუ ზოგიერთ პაციენტს „Long Covid“-ის სიმპტომები სამი თვე უგრძელდებოდა, სხვები თავს უკეთ 6 თვის შემდეგაც ვერ გრძნობდნენ. 

„ჩვენ გვაშფოთებს, რომ შეიძლება არსებობდეს ადამიანთა მცირე ნაწილი, რომელთაც პოსტკოვიდური სიმპტომები ცხრა და მეტი თვე უგრძელდებათ“,- აღნიშნა დიაზმა.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის კვლევის თანახმად, მხოლოდ ინგლისში დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი შესაძლოა „ხანგრძლივი COVID-19“-ით იტანჯებოდეს.

ამერიკელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ვირუსით დასნებოვნებული პაციენტების 23,2%-ს პოსტკოვიდური სინდრომის ერთი სიმპტომი მაინც ჰქონდათ დიაგნოზიდან 30 ან მეტი დღის შემდეგ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება