სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხიდრის საჯარო სკოლის პედაგოგ ცისნარი შველიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
23-08-2021
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის პედაგოგს, ცისნარი შველიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო გადაეცა, რომელსაც მასწავლებლად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დამსახურებული პედაგოგი, აღნიშნულ ჯილდოზე ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა წარადგინა.

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან მარინა ვეფხვაძესთან ერთად ხიდრის დაწყებითი საფეხურის სკოლის პედაგოგს, ცისნარი შველიძეს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სიგელი და საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო გადასცა.
 
„გაწეული ღვაწლის, შრომისმოყვარეობის და საკუთარი პროფესიის უდიდესი სიყვარულის გამო ჩვენ დღეს ქალბატონ ცისნარი შველიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო გადავეცით. მიხარია, როდესაც ისეთ ადამიანების მიმართ გამოვხატავთ ყურადღებას ,რომლებიც განათლებას, მომავალი თაობების აღზრდას ემსახურებიან. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუნდაც ერთ პედაგოგზე. მემაყება, რომ ხარაგაულის საგანმანათლებლო სფეროში ნამდვილად გამორჩეული და ღირსეული ადამიანები არიან“,- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
 
„ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს ჯილდოს, ყურადღებას. ის მუდმივად სიახლეების ძიების მოლოდინშია, გამორჩეულია მისი დამოკიდებულება სასწავლო პროცესისადმი, მისი პროფესიისადმი, რაც ნამდვილად აღნიშვნის და დაფასების ღირსია“ - ასე დაახასიათა ცისნარი შველიძე  ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორმა, ეთერ პაპავამ.

„უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობაა ჩემთვის პედაგოგობა, ის რაც დღეს განვიცადე აღუწერელი ემოციებია, ამას არ ველოდი, საოცარი ემოციები მაჩუქეთ. უღრმესი მადლობა ყველას ჩემი ღვაწლის დაფასებისთვის“, - აღნიშნა საქართველოს დამსახურებულმა პედაგოგმა, ცისნარი შველიძემ.

„ნამდვილად არ იყო ადვილი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდოზე წარსადგენად ერთი პედაგოგი გამოგვერჩია. მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. ბევრი წარმატება, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო ქალბატონ ცისნარის და მის სკოლას“,- განაცხადა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინა ვეფხვაძემ.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება