| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა. იგი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.
სკოლის დირექტორი თებრონე სულაძე მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანსა და უწყებას, რომელიც სკოლის რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთო.
„2021 წლის 18 აგვისტო, ნინიგორის საჯარო სკოლის ისტორიის ახალი გვერდის დასაწყისი, დღე, როცა მე ნინიგორის საჯარო სკოლის დირექტორმა (მოვალეობის შემსრულებელმა) თებრონე სულაძემ სრულიად რეაბილიტირებული სკოლის შენობის მიღება-ჩაბარებას ხელი მოვაწერე.
ამაყი ვარ , რადგან სკოლა, სადაც ვსწავლობდი დღეს კეთილმოწყობილი, კომფორტული,თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია, სადაც მოსწავლეებისა და პერსონალისათვის დაცულია უსაფრთხოების ნორმები, ეს არის დიდი მიღწევა, სკოლის შენობა მართლაც ცუდ მდგომარეობაში იყო, დირექციის ინიციატივით, მერიის მხარდაჭერით და ზემდგომი ორგანოების დახმარებით მოხდა სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც დახმარება გაგვიწია ამ დიდ საქმეში, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ქალბატონ ლალი გელაშვილს, სადაც ერთი წლის მანძილზე პანდემიის პირობებში გვიწევდა სწავლა, ჩვენ ერთად ვიტანდით პანდემიით გამოწვეულ გამოწვევებს, ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა, კიდევ უფრო მტკიცე გახდა, ჩემ კოლეგებს და მოსწავლეებს კი ჯანმრთელობას, წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებ.“,- ნინიგორის საჯარო სკოლის დირექტორი თებრონე სულაძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმების გაყიდვა 2 ნოემბრიდან დაიწყება
„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა