სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გილოცავთ საუფლო ბრწყინვალე დღესასწაულს. მორწმუნე ერს მინდა მივმართო“ - კათალიკოს-პატრიარქი ფერისცვალებას გვილოცავს
19-08-2021
-
+


19 აგვსიტოს მართლმადიდებლური სამყარო ფერისცვალებას აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II ფერისცვალებას გვილოცავს და მიმართვას ავრცელებს:

„ჩვენს მღვდელმთავრებსა და ეკლესია-მონასტრების წინამძღვრებს ვაძლევ კურთხევას, ყოველი დიდი დღესასწაულის და ყოველი კვირის წირვის შემდეგ კოვიდით და სხვა სნეულებით დაავადებულთათვის გადაიხადონ საჯანმრთელო პარაკლისი და უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეავედრონ უძლურებაში მყოფი ჩვენი სულიერი შვილები, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაშია აღნიშნული, რომელსაც პატრიარქი ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ავრცელებს.

„ყველას გულითადად გილოცავთ საუფლო ბრწყინვალე დღესასწაულს, – ფერისცვალებას, რომელიც არის წინასახე მეორედ მოსვლისა და ცათა სასუფეველში მართალთა გაბრწყვინვებისა.

ეს უდიდესი ზეიმი განსაკუთრებით მინდა მივულოცო პანდემიის გამო უძლურებაში მყოფ ჩვენს დებსა და ძმებს და, საერთოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ჩვენს სულიერ შვილებს. არ შეგეშინდეთ, არ დაბრკოლდეთ, ღმერთის იმედი გქონდეთ და, პირველ რიგში, დახმარება მას სთხოვეთ.

ამასთან, ჩვენს მღვდელმთავრებსა და ეკლესია-მონასტრების წინამძღვრებს ვაძლევ კურთხევას, ყოველი დიდი დღესასწაულის და ყოველი კვირის წირვის შემდეგ კოვიდით და სხვა სნეულებით დაავადებულთათვის გადაიხადონ საჯანმრთელო პარაკლისი და უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეავედრონ უძლურებაში მყოფი ჩვენი სულიერი შვილები.

მორწმუნე ერს კი მინდა მივმართო, რომ ყოველდღიურად მთელი გულით და, შესაძლებლობისამებრ, ხშირად წარმოსთქვით უფლის სადიდებელი შემდეგი მცირე ლოცვა:

„ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა”……

ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, აგრეთვე, წაიკითხეთ 117-ე ფსალმუნი.

საერთოდ, ყველა განსაცდელი ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის ხდება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის სიცოცხლე და ფერისცვალება ამ საიდუმლო განგებულების დადასტურებაა. ამიტომაც, დღეს, ასევე, უნდა მოვიხსენიოთ უკვე მარადისობის მკვიდრი ჩვენი ახლობლები. ღმერთმა ყველა შეიწყალოს და თაბორის ნათლის მადლით განაბრწყინვოს.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!“,-


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმაზე შეღავათი არ ექნება, ვისაც 2 და მეტი მოსწავლე ჰყავს

დაკავებულები, შვილებს მოწყალების თხოვნას და ყვავილების გაყიდვას აიძულებდნენ - ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

„ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ღვინის დაწურვა, ბიოლოგიის სახელმძღვანელოზე კი ხუთი თავთავი“... - მინისტრი სიახლეებზე

ყოველთვიურად სკოლები 1,470 ლარიდან 1,838 ლარამდე გაიხდიან - მინისტრის ბრძანებით თანხას უმაღლესები და პროფესიულ სასწავლებლებიც გადაიხდიან 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ზეიმით პატარებმა მშობლიური ენის ანბანის წარმატებით შესწავლა აღნიშნეს

პროექტმა გააერთიანა 5 სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, თურქეთი, სერბეთი, რუმინეთი და მოლდოვა) საგანმანათლებლო სივრცე

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება