სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პრაქტიკოსების გზა გამოცდის ჩაბარებიდან დანამატის მიღებამდე - პროცედურები
02-09-2021
-
+


პრაქტიკოსი პედაგოგები გამოცდების შედეგებს ელოდებიან. მათ კომპეტენციის დადასტურების კიდევ ერთი შანსი მიეცათ და სკოლაში მუშაობას 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრამდე განაგრძობენ. მათ ამ პერიოდში სქემაში უფროსის სტატუსის მოსაპოვებლად საკმარისი კრედიტები უნდა მოიპოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ადგილი ვაკანტურად გამოცხადდება.

რა ეტაპების გავლა მოუწევთ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდაზე უფროსის სტატუსის მოსაპოვებლად საკმარის ქულას აიღებენ?

მოგეხსენებათ, პედაგოგებს საკუთარი ელექტრონული სისტემა აქვთ, სადაც მათი პროფესიული საქაღალდეა განთავსებული, ამავე ელექტრონულ სისტემაში ჩანს პედაგოგის მიერ გამოცდაზე მიღებული შეფასება.

ელექტრონული სისტემაში ინფორმაციის განთავსება შეუძლიათ: სკოლის ადმინისტრაციას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს; მასწავლებელს; მასწავლებლის შეფასების ჯგუფსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. ანუ თითოეული მასწავლებლის პროფესიულ წინსვლასა და შეფასებაზე დირექტორთან/შეფასების ჯგუფთან ერთად „ნაეკი“ და მასწავლებლის სახლიც აგებს პასუხს.

მას შემდეგ, რაც მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებული შედეგები გახდება ცნობილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ პედაგოგის პირად ელექტრონულ სისტემაში განთავსდება პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი კომპეტენციის ან პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებული შეფასება, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება თავად პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის, შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფისათვის, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის.

შემდეგ მოხდება მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება.

გარდა გამოცდის შედეგისა, მასწავლებელი ვალდებულია, სტატუსის მისაღებად, ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსოს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების/აქტივობების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები.

პედაგოგის აქტივობებს შეაფასებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი და ელექტრონულ სისტემაში განათავსებს შეფასების შედეგებს. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი შედგება საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფასილიტატორისა და შესაბამისი საგნობრივი/საგნობრივი ჯგუფის კათედრის მიერ 3 წლის ვადით წარდგენილი წევრისაგან).

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მასწავლებელს აძლევს განმავითარებელ შეფასებას მის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე და ანიჭებს მას კრედიტქულებს; ასევე აფასებს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებულ დოკუმენტებს, ანიჭებს კრედიტქულებს და ასახავს ელექტრონულ სისტემაში. შემდეგ კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს წინადადებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ. მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება მასწავლებელის შეფასების ჯგუფის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ დამსწრე წევრები.

ამის შემდეგ კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში, კონკრეტული მასწავლებლისათვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში განათავსოს მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭება დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით.

რაც შეეხება სახელფასო დანამატს, პრაქტიკოსი პედაგოგები უფროსის სტატუსის მოპოვების შემდეგ შესაბამის დანამატს ელექტრონულ სისტემაში სტატუსის ასახვის შემდეგ, იმავე თვეში მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ უფროსი მასწავლებლისათვის სახელფასო დანამატი 570 ლარით განისაზღვრება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება