სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართვლოს ნაკრებმა ქიმიის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა - ოთხი მოსწავლიდან 2 თბილისის N42 საჯარო სკოლაში სწავლობს
05-08-2021
-
+


საქართველოს ქიმიის ოლიმპიურმა ნაკრებმა, იაპონიაში, ქიმიის ოლიმპიადაზე უდიდეს წარმატებას მიაღწია და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. ოლიმპიადა იაპონიაში, ოსაკაში დისტანციურ რეჟიმში გაიმართა და მასში 85 ქვეყნის 320 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას,

საქართველოს ქიმიის ოლიმპიურ ნაკრების წევრები იყვნენ : ქეთევან პერანიძე, ლიზი დარჩია, ნინო აბესაძე და იოანე კაპანაძე სწორედ ამ მოსწავლეებმა შეძლეს ჩვენი ქვეყანა ესახელებინათ. აღსანიშნავია, რომ ქეთევან პერანიძე და ლიზი დარჩია, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები არიან. 

როგორც თბილისის N42 საჯაროს სკოლის დირექტორმა, ნუგზარ კედელაშვილმა etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, შედეგი იმითაც არის გასაოცარი რომ ბრინჯაოს მედალი მე-10 კლასის მოსწავლემ მოიპოვა. დირექტორმა წარმატება მიულოცა მოსწავლეებს და პედაგოგებს რომლებიც მათ მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი დააღნშნა, რომ ვეკუას სკოლა საოლიმპიადო ჯგუფის მონაწილეებს კვლავაც ეძებს.

„იშვიათი შემთხვევა მოხდა. მინდა გითხრათ, ეს შედეგი კიდევ იმით არის საოცარი, რომ ბრინჯაოს მედალი აიღო მე-10 კლასელმა გოგონამ, გვარად პერანიძემ. ქეთევანი საოცარი მოსწავლეა, ძალიან ყურადღებიანი შრომისმოყვარე და ძალიან პასუხისმგებლიანი პიროვნება გახლავთ.

მეორე რისი თქმაც შემიძლია, ჩვენთან პედაგოგი არის, თინათინ ბუთხუზი, რომელმაც ძალიან დიდი ენთუზიაზმით შექმნა საოლიმპიადო ჯგუფი. მოსწავლეები სკოლის გარდა ამ ჯგუფში დამატებით მეცადინეობდნენ. ისეთი დიდი მონდომება ჰქონდათ, შარშან ონლაინ სწავლება როდესაც იყო, ზაფხულის პერიოდში ონლაინ რეჟიმში კვლავ აგრძელებდნენ შეხვედრებს; ამ შედეგს ნამდვილად ვერ მივაღწევდით, რომ არა მოსწავლეებისა და მასწავლებლის დიდი ენთუზიაზმი და მონდომება. ველოდი, რომ კონკურენციას გაუწევდნენ, თუმცა ასეთ მაღალ დონეზე თუ იასპარეზებდნენ არ მეგონა. პირდაპირ მინდა გითხრათ, ჩვენს ქვეყანაში ქიმიის სწავლების მაღალი დონით არ გამოვირჩევით. ფრაგმენტ-ფრაგმენტ სკოლებში არიან ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეები, თუმცა მათ ხელის შეწყობა სჭირდებათ. უნდა გაიზარდოს ქიმიის პოპულარიზაცია და სწავლება. ჩვენთან, თინათინ ბუთხუზის მოსვლის შემდგომ შეიქმნა მოტივირებული მოსწავლეებისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც მთელი წელი ინტენსიურად განაგრძობდნენ მეცადინეობას და შედეგიც არის.

წარმოიდგინეთ, როგორი ქვეყნებიდან იყვნენ უძლიერესი მოსწავლეები და მე-10 კლასელების (რომლებიც ახლა გადავიდნენ მე-11 კლასში) ამ დიდმა წარმატებამ არანორმალური სიხარული მომგვარა. ჩვენი სკოლა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ასეთ მოსწავლეებს და გეტყვით იმასაც, რომ ვეძებთ საოლიმპიადო ჯგუფებში მონაწილეებს.

მოგეხსენებათ, მსგავსი ჯგუფების წევრობა დიდი შრომაა. ჯერ ვეკუაში სწავლა საკმაოდ რთულია და ახლა, დამატებით კიდევ სიღრმეებში შესვლა დიდ შრომას, ენერგიასა და რესურსს მოითხოვს. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა მოსწავლის ინტერესი დავაკმაყოფილოთ და თითოეულ მათგანს მივცეთ განვითარების საშუალება.“ - აღნიშნა ნუგზარ კედელაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება