სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებმა ინგლისური ენის გამოცდაში უმაღლესი ქულები დაიმსახურეს
04-08-2021
-
+


ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი განსაკუთრებით წარმატებით დასრულდა. სკოლის კურსდამთავრებულმა: ელენე ალანიამ, დაჩი აბულაძემ და სანდრო ერაძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ინგლისურ ენაში უმაღლესი, 80 ქულა დაიმსახურეს.

კურსდამთავრებულებს, etaloni.ge დაუკავშირდა, რომლებიც საკუთარი შედეგებისა და გამოცდების შესახებ საუბრობენ:

„ჩემი ქულებით მაქვს შანსი, სასურველ უნივერსიტეტში მოვხვდე; სწავლის გაგრძელება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში მინდა. ქართულში 70 ქულიდან 52 ქულა ავიღე და მათემატიკაც წარმატებით ჩავაბარე. მომზადებით არც ერთ საგანში მოვმზადებულვარ. ჩემი აზრით, წელს მათემატიკა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ სხვა საგნები მარტივი აღმოჩნდა“. - გვიყვება ელენე ალანია.

„ვფიქრობ, წინა წელთან შედარებით ტესტები გამარტივებული იყო. მხოლოდ ქართულში ვემზადებოდი და 66 ქულა ავიღე, დანარჩენ საგნებში არ მოვმზადებულვარ. თავისუფალ უნივერსიტეტში მინდა სწავლის გაგრძელება, თუმცა ფაკულტეტი ჯერ არ გადამიწყვეტია, ან საერთაშორისოზე გავაგრძელებ ან საზოგადოებრივ მართვაზე. ქართულსა და ინგლისურთან ერთად, ისტორიაც ჩავაბარე, მაგრამ ისტორიის შედეგი ჯერ არ ვიცი“. - აღნიშნა სკოლის კურსდამთავრებულმა, დაჩი აბულაძემ.

სკოლის კურსდამთავრებულმა, სანდრო ერაძემ, რომელიც სწავლის გაგრძელებას აგრარულ უნივერსიტეტში აპირებს შემდეგი რამ მოგვითხრო:

„აგრარულ უნივერსიტეტში ინჟინერიის ფაკულტეტზე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. ინგლისურ ენასთან ერთად, ქართული და მათემატიკა ჩავაბარე. ქართულში 62 ქულა ავიღე, ხოლო მათემატიკაში - 37.  რა ქულებიც დავიმსახურე დაახლოებით ასეთი მოლოდინები მქონდა. მხოლოდ მათემატიკაში ვემზადებოდი რეპეტიტორთან, დანარჩენი საგნები ჩემით ჩავაბარე. ტესტები ზუსტად ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო“. - აღნიშნა სანდრო ერაძემ.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა, ულოცავს კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგებს და ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატებებს უსურვებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება