სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნინოწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდნენ
03-08-2021
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდნენ, სადაც მათთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. ბავშვებმა პროგრამირების საშუალებები გამოიყენეს და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.

Imagine the code არის საერთაშორისო პროექტი, რომლის მიზანია 7-11 წლის მოსწავლეების განათლება STEM მიმართულებით. მასში მონაწილეობა მიიღო 27 პარტნიორმა პოლონეთიდან, თურქეთიდან, საქართველოდან, პორტუგალიიდან, იტალიიდან, რუმინეთიდან და ხორვატიიდან. საქართველოდან მხოლოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ნინოწმინდის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართული. თანამშრომლობა 2020წ. აგვისტოში დაიწყო და 2021 წლის მაისში დასრულდა.

პროექტი მოიცავდა სხვადასხვა სახის STEM საქმიანობას. მოსწავლეებმა გამოიყენეს პროგრამირების საშუალებები და შექმნეს საინტერესო ნამუშევრები. პროექტის ფარგლებში გამოყენებული იყო უამრავი ახალი და საინტერესო ვებ. ინსტრუმენტი, რომელსაც ძალიან კარგად გაართვეს თავი მოსწავლეებმა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო კავშირი ესგ-ს საფეხურებრივ შედეგებთან სხვადასხვა საგნობრივი დისციპლინების მიხედვით.

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა მომზადებას ცვალებადი სამყაროს საჭიროებებისთვის, დინამიურად განვითარებადი ტექნოლოგიური პროგრესის შესანარჩუნებლად, ფანტაზიის, შემოქმედებითობის, თანამშრომლობითი უნარების, კვლევა-ძიების, კომუნიკაციისა და 21-ე საუკუნის სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევებით მოსწავლეთა აღჭურვას. დიზაინის საკითხების განხორციელებისას გამოყენებული იყო სწავლების სხვადასხვა მეთოდი, ხოლო მუშაობის ფორმად - თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.

მოსწავლეებმა შეიტყვეს ისტ-ის სხვადასხვა ინსტრუმენტების შესახებ, რასაც მომავალშიც აქტიურად გამოიყენებენ პრაქტიკაში მათ წინაშე მდგარი ამოცანების განხორციელებისას. ყველა მოსწავლე მონაწილეოდა უსაფრთხო ინტერნეტის დღის აღსანიშნავ 2021 წლის ღონისძიებებში და ევროკავშირის „კოდის კვირეული 2020“-ში, რომლის ფარგლებშიც მათ გადაეცათ სერტიფიკატები.

პროექტი იმდენად მასშტაბური იყო, რომ საკითხთა ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს... ვფიქრობთ, ეს პრეზენტაცია წარმოდგენას შეგიქმნით მე-3 კლასის მოსწავლეთა (დამრიგებელი მ. როსტომაშვილი) მიერ გაწეული მუშაობის შესახებ“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ პრეზენტაცია


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება