სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

1, 4 და 7 კრედიტის მოსაპოვებლად რამდენი ქულა უნდა აიღოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა? - გამსვლელი ქულები და შიდა ზღვარი საგნების მიხედვით
26-07-2021
-
+


ხვალ 27 ივლისს, პედაგოგთა გამოცდების ძირითადი ნაწილი სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო ტესტით სრულდება. პრაქტიკოს მასწავლებლებს წელს სტატუსის მოპოვების ბოლო შანსი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ კრედიტები გაუქმდა, წელს მხოლოდ პრაქტიკოსებს აქვთ უფლება, გამოცდაზე 1,4 ან 7 კრედიტი მოიპოვონ.  რაც შეეხება მასწავლებლობის მსურველებს და სპეციალურ მასწავლებლებს, მათ გამოცდა ჩაბარებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაეთვლებათ, თუ 10 კრედიტს დააგროვებენ ანუ საგამოცდო ტესტის 60%-ზე მეტს წარმატებით დაძლევენ.

რამდენია თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულა და რამდენი ქულაა საჭირო 1, 4, 7 და 10 კრედიტის მოსაპოვებლად?!

პრაქტიკოსებს 1 კრედიტის მოსაპოვებლად ტესტის მაქსიმალური ქულის 31%-ის გადალახვა მოუწევთ, 4 კრედიტისთვის - 41%-ის, ხოლო 7 კრედიტისთვის - 51%-ის. 

ქართული ენა და ლიტერატურა - მაქსიმალური ქულა 70

  • 1 კრედიტი - 22 ქულა
  • 4 კრედიტი - 29 ქულა
  • 7 კრედიტი - 36 ქულა
  • 10 კრედიტი - 43 ქულა

მათემატიკა - მაქსიმალური ქულა 41

  • 1 კრედიტი - 13 ქულა
  • 4 კრედიტი - 17 ქულა
  • 7 კრედიტი -  21 ქულა
  • 10 კრედიტი -  25 ქულა

გეოგრაფია - მაქსიმალური ქულა 55

  • 1 კრედიტი - 17 ქულა
  • 4 კრედიტი - 23 ქულა
  • 7 კრედიტი - 28 ქულა
  • 10 კრედიტი - 34 ქულა

ბიოლოგია - მაქსიმალური ქულა 60

  • 1 კრედიტი - 19 ქულა
  • 4 კრედიტი - 25 ქულა
  • 7 კრედიტი - 31 ქულა
  • 10 კრედიტი - 37 ქულა

ქიმია - მაქსიმალური ქულა 60

  • 1 კრედიტი - 19 ქულა
  • 4 კრედიტი - 25 ქულა
  • 7 კრედიტი - 31 ქულა
  • 10 კრედიტი - 37 ქულა

ფიზიკა - მაქსიმალური ქულა 60

  • 1 კრედიტი - 19 ქულა
  • 4 კრედიტი - 25 ქულა
  • 7 კრედიტი - 31 ქულა
  • 10 კრედიტი - 37 ქულა

ისტორია - მაქსიმალური ქულა 55

  • 1 კრედიტი - 17 ქულა
  • 4 კრედიტი - 23 ქულა
  • 7 კრედიტი - 28 ქულა
  • 10 კრედიტი - 34 ქულა

სამოქალაქო განათლება - მაქსიმალური ქულა 55

  • 1 კრედიტი - 17 ქულა
  • 4 კრედიტი - 23 ქულა
  • 7 კრედიტი - 28 ქულა
  • 10 კრედიტი - 34 ქულა

უცხოური ენა - მაქსიმალური ქულა 90

  • 1 კრედიტი - 28 ქულა
  • 4 კრედიტი - 37 ქულა
  • 7 კრედიტი - 46 ქულა
  • 10 კრედიტი - 55 ქულა

დაწყებითი საფეხური I-IV (კომბინირებული) - მაქსიმალური ქულა 65

  • 1 კრედიტი - 20 ქულა
  • 4 კრედიტი - 27 ქულა
  • 7 კრედიტი - 33 ქულა
  • 10 კრედიტი - 40 ქულა

ქართულ ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) - მაქსიმალური ქულა 53

  • 1 კრედიტი - 17 ქულა
  • 4 კრედიტი - 22 ქულა
  • 7 კრედიტი - 27 ქულა
  • 10 კრედიტი - 32 ქულა

ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) - მაქსიმალური ქულა 53

  • 1 კრედიტი - 17 ქულა
  • 4 კრედიტი - 22 ქულა
  • 7 კრედიტი - 27 ქულა
  • 10 კრედიტი - 32 ქულა

მათემატიკა (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) - მაქსიმალური ქულა 53

  • 1 კრედიტი - 17 ქულა
  • 4 კრედიტი - 22 ქულა
  • 7 კრედიტი - 27 ქულა
  • 10 კრედიტი - 32 ქულა

ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – მაქსიმალური ქულა 70

  • 1 კრედიტი - 22 ქულა
  • 4 კრედიტი - 29 ქულა
  • 7 კრედიტი - 36 ქულა
  • 10 კრედიტი - 43 ქულა

ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII) - მაქსიმალური ქულა 85

  • 1 კრედიტი - 26 ქულა
  • 4 კრედიტი - 35 ქულა
  • 7 კრედიტი - 43 ქულა
  • 10 კრედიტი - 52 ქულა

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (I-IX) - მაქსიმალური ქულა 60

  • 1 კრედიტი - 19 ქულა
  • 4 კრედიტი - 25 ქულა
  • 7 კრედიტი - 31 ქულა
  • 10 კრედიტი - 37 ქულა

მუსიკა (I-IX კლასები) - მაქსიმალური ქულა 70

  • 1 კრედიტი - 22 ქულა
  • 4 კრედიტი - 29 ქულა
  • 7 კრედიტი - 36 ქულა
  • 10 კრედიტი - 43 ქულა

სპორტი (I-XII კლასები) - მაქსიმალური ქულა 70

  • 1 კრედიტი - 22 ქულა
  • 4 კრედიტი - 29 ქულა
  • 7 კრედიტი - 36 ქულა
  • 10 კრედიტი - 43 ქულა

პროფესიული უნარები - მაქსიმალური ქულა 70

  • 1 კრედიტი - 22 ქულა
  • 4 კრედიტი - 29 ქულა
  • 7 კრედიტი - 36 ქულა
  • 10 კრედიტი - 43 ქულა

სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 54. იმისათვის, რომ გამოსაცდელმა გადალახოს ბარიერი და მოიპოვოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, მან უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 33 ქულა.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ საგანში მხოლოდ ქულების დაგროვება არ კმარა და განსაზღვრულია შიდა ზღვარი, რომლის ვერ გადალახვის შემთხვევაშიც პედაგოგის ნაშრომი დადებითად ვერ შეფასდება.

ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) მასწავლებელთათვის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში – აკადემიური უნარების ნაწილში – მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა – 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა ან მეტი; ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური I-VI), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური I-VI) და მათემატიკის (დაწყებითი საფეხური I-VI) ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში – აკადემიური უნარების ნაწილში – აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა – 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა და მეტი;

უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად, აქედან 4 ნაწილში – ლაპარაკის, წერის, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი. კერძოდ, ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი 8 ქულა და მეტი, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 ქულა და მეტი, ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი;

ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII), იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40%-ზე მეტი, კერძოდ, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 9 – გამსვლელი 4 ქულა და მეტი, კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 25 ქულით, ხოლო გამსვლელი 11 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 – გამსვლელი 9 ქულა და მეტი, პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 – გამსვლელი 9 ქულა და მეტი, ხოლო ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11, აქედან გამსვლელი 5 ქულა და მეტი;

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისაგან – თეორიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარ-ჩვევების (პრაქტიკული) ნაწილი. ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40%, ანუ 14 ქულა და მეტი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მაგისტრანტების საყურადღებოდ - ვისთვისაა სწავლა უფასო და რატომ არის შეზღუდული ვადებში აკრედიტებული პროგრამები

სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

250-ლარიან ფულად ჯილდოს მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები მიიღებენ

1-ელი ოქტომბრიდან მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა იცვლება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება