სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურება სავალდებულოდ მიმაჩნია“- სვეტლანა ბოჩიკაშვილი, დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი
21-07-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა კოვიდპანდემიის დროს? რას ურჩევს გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რას ფიქრობს პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკზე? ამ და სხვა საინტერესო თემაზე ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი, სვეტლანა ბოჩიკაშვილი გვესაუბრა.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა ?

-  2020-2021 საწავლო წელს სკოლამ ნაყოფიერად იმუშავა. პანდემიის დროს სკოლა ორთვენახევარი გადასული იყო დისტანციურ სწავლებაზე (ჰიბრიდულსა და სრულზე). მოსწავლეები სარგებლობდნენ „თიმსით“, მესენჯერითა და ტელეფონის მეშვეობით. ტელეფონი გამონაკლისი იყო.  ოჯახში, სადაც სამი მოსწავლე იყო ისინი სარგებლობდნენ სხვადასხვა საშუალებებით. ფაქტიურად ყველა მოსწავლე იყო ჩართული სასწავლო პროცესში. სასწავლო წელი არც თუ ცუდი მაჩვენებლებით დავამთავრეთ, თუმცა შეიძლებოდა უკეთესი შედეგები გვქონოდა. იმედია ახალ სასწავლო წელს  სწავლას კვლავ გავაგრძელებთ საკლასო ოთახებში, ამის შესაძლებლობა სკოლას გააჩნია.

2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში სკოლა ჩართული იყო „ახალი სკოლის მოდელის“  ფარგლებში, სადაც აქტიურად თანამშრომლობდა.  მოგეხსენებათ, ახალი სკოლის მოდელი წარმოადგენს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში  ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის სტრატეგიას.  აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის  გრძელდება და შესაბამისად მომდევნო სასწავლო წელსაც გვექნება აქტიური ინტერქცია. 

ჩვენი სკოლის პედაგოგები საკმაოდ აქტიურები არიან. ყველა პედაგოგმა კარგად შეასრულა კომპლექსური დავალებები და  მოარგეს მატრიცებს. ჩართული იყვნენ საგნობრივ ტრენინგებში. როგოც მასწავლებლები, ასევე ქოუჩები კმაყოფილნი იყნენ ერთმანეთის  მუშაობით. 

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?

- მშობელთა ჩართულობა საკმაოდ გაიზარდა. ონლაინ სწავლების დროს მშობლები, ბებიები, ბაბუები ფაქტიურად ყველანი ისმენდნენ მასწავლებლების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, გამოხატავდნენ კმაყოფილებას.  სასურველია, რომ მშობლებმა  სკოლაში შეძლონ დასწრება სხვადასხვა ღონისძიებებზე, რისი საშუალებაც მათ არ ჰქონდათ.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?

- მაშინ, როდესაც მშობელთა, საზოგადოების, ჩვენი  ყურადღება მიმართულია მათკენ, უნდა იყვნენ მობილიზებულნი, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ კომპეტენციის დადასტურებას. ვუსურვებ საქართველოს პედაგოგებს წარმატებებს. საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურება პირადად მე სავალდებულოდ მიმაჩნია.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?

- გინდა თუ არა მოსწავლე ირჩევს რამდენიმე პროფესიას. მან არ იცის სად ჩაირიცხება მართალია, აბარებს მონათესავე საგნებს და თუ არ ჩაირიცხა იმ საწავლებელში, სადაც მას სურს ერთი წლის შემდგომ გადადის სხვა უმარლეს სასწავლებელში სასწავლებლად, რაც არასწორად მომაჩნია.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?

- ჩემი მოსაზრებით, დეკემბრის ბოლომდე დაბადებულ ბავშვებს უნდა მიეცეთ საშუალება ჩაირიცხონ პირველ კლასში. იმ ბავშვს, რომელიც არ არის მზად სკოლისთვის მშობელი, ისედაც არ შემოიყვანს, ვინაიდან მშობელმა იცის თავისი შვილის შესაძლებლობები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება