სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებიც 2 წელია კომპიუტერებს ელოდებიან, განათლების სამინისტრო პასუხობს
21-07-2021
-
+


უკვე მეორე სასწავლო წელი დასრულდა ისე, რომ წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები არ მიუღიათ. ინტერესი კი დროის გასვლასთან ერთად იზრდება. როდის მიიღებენ 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლის წარმატებული მოსწავლეები კუთვნილ კომპიუტერებს - ეს კითხვა ასობით მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს აწუხებს. 

როგორც etaloni.ge - ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუმარტეს, პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში წარჩინებული მოსწავლეები პერსონალურ კომპიუტერებს 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში მიიღებენ.

თუმცა აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ სამინისტრო მთელი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ მოსწავლეები, რომლებსაც შარშან არ გადაეცათ კომპიუტერი, ამ სასწავლო წელს აუცილებლად მიიღებდნენ. აღნიშნულ თემაზე ეტალონმა არაერთხელ მოამზადა ინფორმაცია. 

შეგახსენებთ, რომ სამინისტროს კომპიუტერები არც გასული სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის გადაუცია. მიზეზად კი პანდემია დასახელდა.

ცნობისთვის, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური (VII, VIII და IX კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება