სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვის უნდა მიმართონ საგამოცდო დროის შეცვლისთვის კოვიდიანმა აბიტურიენტებმა - დეტალებზე პაატა იმნაძე და სოფიო გორგოძე საუბრობენ
16-06-2021
-
+


აბიტურიენტები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ გამოცდას 2 კვირის ვადაში ჩააბარებენ. თუმცა, აუცილებელია აპლიკანტმა  ამის შესახებ განაცხადოს. ამასთან, კოვიდიანი აპლიკანტებისთვის ცალკე საგამოცდო ცენტრები არ გაიხსნება.

„აბიტურიენტმა უნდა განაცხადოს, რომ არის კოვიდინფიცირებული, უნდა შეატყობინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და შემდეგ ჩვენ ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ. აბიტურიენტის თანხმობის გარეშე განათლების სამინისტროს ვერ მივაწვდით ამ ინფორმაციას. თუ ვინმე იტყვის, რომ ინფიცირებულია, ჩვენ შეგვიძლია, ეს დავადასტუროთ და შემდგომ განვსაზღვროთ პერიოდი, როდის შეძლებს ის გამოცდაზე გასვლას. ეს იქნება 2 კვირის ვადაში“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ აღნიშნა, რომ საგამოცდო ცენტრების რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენი ინფიცირებული აბიტურიენტი იქნება.

„გეოგრაფიული დაფარვას გავითვალისწინებით და მაგალითად, თუ ბათუმში აბარებდა აპლიკანტი გამოცდას, მას თბილისში არ ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი მოხდება მანამ, სანამ სრულად დამთავრდება საგამოცდო პერიოდი.

თქვენ იცით, რომ თვეზე მეტხანს გრძელდება გამოცდები. ამიტომ პირველ გამოცდაზე თუ იქნება ინფიცირებული აბიტურიენტი 15 ივლისიდან გვექნება საშუალება, რომ ჩვენ მას გამოცდა ჩავუტაროთ. ამ პერიოდში სხვა გამოცდები გაგრძელდება და იგივე საგამოცდო ცენტრები შეგვიძლია გამოვიყენოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კოვიდიანი აპლიკანტები სხვა აპლიკანტებთან ერთად იქნებიან მოთავსებულნი“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

მისივე თქმით, ისინი დაეყრდნობიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებს.

„ესე შეიძლება ყველამ თქვას, რომ კოვიდი მქონდა და გამოცდაზე ვერ მოვედი ხომ, ამიტომ აუცილებლად ეს (ვირუსი) უნდა იყოს დადასტურებული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. როგორ მოხდება ეს ინფორმაციის გაცლა-გამოცვლა ამაზე გვაქვს შიდა წესი“- აღნიშნა გორგოძემ.

იხილეთ ასევე: წესები, რომლებიც 2021 წლის გამოცდებზე უნდა დაიცვათ - საგამოცდო პროტოკოლი უკვე ცნობილია


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება