სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ინგლისური ენის პედაგოგებისთვის 20 საათიანი სატრენინგო კურსი იწყება - კურსზე მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში
12-06-2021
-
+


„დიალოგის, დებატებისა და მოლაპარაკების უნარ-ჩვევები“ - იწყება ბრიტანეთის საბჭოს ონლაინ სატრენინგო კურსი ინგლისური ენის წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის.

ბრიტანეთის საბჭო საქართველოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ინგლისური ენის წამყვანი პედაგოგის  სტატუსის მქონე  მასწავლებლებს სთავაზობს 20 საათიან ონლაინ სატრენინგო კურსს „დიალოგის, დებატებისა და მოლაპარაკების უნარ-ჩვევები“. კურსი 2021 წლის 28 ივნისს დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება.

ტრენინგის შედეგად მასწავლებლები შეძლებენ მიღებული ცოდნა დანერგონ სასწავლო პრაქტიკაში და მოსწავლეებში ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის  პარალელურად განავითარონ 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი უნარები როგორიცაა დებატების, დიალოგის და მოლაპარაკების უნარ-ჩვევები. ეს კი ახალგაზრდებს დაეხმარება ნებისმიერი სირთულის მშვიდობიანი გზით მოგვარებასა და მომავალ კარიერულ წინსვლაში.

ტრენინგი ხორციელდება პროექტის „საგანმანთლებლო ჰაბები, გაუმჯობესებული უნარები ძლიერი საზოგადოებისთვის’’ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კომპონენტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერ.

პროექტი მიზნად ისახავს, წვლილი შეიტანოს ერთსულოვანი, სტაბილური და წარმატებული საზოგადოებების ჩამოყალიბებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ბელარუსი და მოლდოვა) მოსწავლეების, მასწავლებლების და თემის განვითარების ხელშეწყობის გზით.

სატრენინგო კურსში მონაწილეობა შეუძლია წამყვანი პედაგოგის სტატუსის მქონე ყველა ინგლისური ენის მასწავლებელს.

სატრენინგო კურსში მონაწილე  თითოეულ მასწავლებელს სერტიფიკატის მიღების გარდა მიეცემა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში სავალდებულო აქტივობის განხორციელების  შესაძლებლობა.

კურსზე მიღებული ცოდნა და უნარები  ასევე დაგეხმარებათ თქვენი პროფესიით შემდგომ კარიერულ წინსვლაში.  აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საერთაშორისო პროექტებსა და გამოცდებში მონაწილეობა წახალისებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიის რეგულირების ახალი წესის ფარგლებშიც.

სატრენინგო კურსის ყველა მონაწილეს შესაძლებლობა ეძლევა  შემოუერთდეს საგანმანათლებლო ჰაბების საქმიანობას და  ჩაერთოს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა პროეფესიული განვითარების აქტივობებში, მაგალითად მასწავლებელთა სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში ( ონლაინ და პირისპირ რეჟიმში) რომლებიც რეგულარულად იმართება  და  ხელს უწყობს მასწავლებლებს პროფესიული გამოწვევების დაძლევაში განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.

სატრენინგო კურსზე ჩასარიცხად არსებობს წინაპირობა   რომელიც ყველა მონაწილემ უნდა დააკმაყოფილოს და დაადასტუროს შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერით.

ყველა აპლიკანტმა მასწავლებელმა 2021 წლის სექტემბრიდან 2021 წლის მარტამდე:

  • თვეში ერთხელ მონაწილეობა უნდა მიიღოს მასწავლებელთა ონლაინ სამუშაო შეხვედრებში (Teacher Activity Groups) რომლებიც მიეძღვნება ინგლისურის სწავლების სხვადასხვა ასპექტებს მათ შორის დებატების სწავლების ტექნიკების საგაკვეთილო პროცესში დანერგვის გამოცდილების გაზიარებას. ამ შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფს ბრიტანეთის საბჭო ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციასთან (ETAG თანამშრომლობით). 
  • აქტიურად გამოიყენოს დებატების, მოლაპარაკებისა და დიალოგის ფორმატი საგაკვეთილო პროცესში და გააკეთოს რეფლექსია.
  • მონაწილეობა მიიღოს 2021 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ ინგლისური ენის მასწავლებელთა ონლაინ ღონისძიებაში.

რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს

http://tr.tpdc.ge/direction/37/38/296


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება