სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სახის დამცავი ფარი; სამედიცინო ხელთათმანი და ხალათი - რას ყიდულობს და რამდენს ხარჯავს „ნაეკი“ საგამოცდოდ?
08-06-2021
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდები 1 ივლისს ეროვნულებით იწყება და 30 ივლისს სამაგისტროების გამოცდით სრულდება.

საგამოცდო განრიგის გაცხადების შემდეგ, ბუნებრივია, „ნაეკს“ საგამოცდო სამზადისი უკვე დაწყებული აქვს. გამოცდები წელსაც კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება, რაც დამატებითი ატრიბუტების აუცილებლობასაც გულისხმობს. სწორედ ამ მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 3 ტენდერი გამოაცხადა, სამედიცინო მოწყობილობებისა და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად. სამივეს ღირებულება ჯამში, 57 ათას 165 ლარს შეადგენს.

უფრო დეტალურად შესასყიდ ნივთების რაოდენობა და თანხა, ასეთია:

·         ერთჯერადი ქირურგიული ხელთათმანები - 60 000 წყვილი. მათგან 40 000 წყვილი  L ზომა უნდა იყოს, ხოლო 20 000 წყვილი M ზომა. ეს ყველაფერი კი „ნაეკს“ 34 ათას 800 ლარი უჯდება.

ტექნიკური მახასიათებლები:

- ლატექსი
- უტალკო

·          ერთჯერადი სამედიცინო (არასტერილური) ხალათები  - 14450 ცალი, რაშიც საგამოცდო ცენტრი 20 ათას 230  ლარს იხდის.

ტექნიკური მახასიათებლები:

- გრძელი მკლავით, მაჯებთან მორეზინებული;
- წონით არანაკლებ 18 გრ.;
- არასტერილური;
- სიგრძე: 120 სმ±10სმ;
- უნდა იკვრებოდეს თასმით უკან კისრის და წელის არეში.


·         610 ცალი მრავალჯერადი გამოყენების სახის დამცავი ფარი, რომელთა შესაძენადაც 2 ათას 1350 ლარი გამოიყო.

ტექნიკური მახასიათებლები:

- მრავალჯერადი გამოყენების
- მსუბუქი კონსტრუქცია
- რეგულირებადი შესაკრავით
- უნდა ერგებოდეს ნებისმიერ ზომას
- ადვილად წმენდის შესაძლებლობა
- მყარი კონსტრუქციის.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება