სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„აი, დღევანდელი დავალებაც...“ - ამერიკელი რომანისტის, კურტ ვონეგუტის წერილი მოსწავლეებს
27-12-2017
-
+


ნიუ-იორკში მდებარე წმინდა ხავიერის სახელობის სკოლაში მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვა წერილები მიეწერათ საყვარელი მწერლისთვის და დაერწმუნებინათ ის, რომ მათ სკოლაში სტუმრად მოსულიყო. 

ხუთმა მოსწავლემ წერილი ამერიკელ რომანისტს, აღიარებულ სატირისტს, შავი იუმორისა და სამეცნიერო ფანტასტიკის უბადლო ოსტატს კურტ ვონეგუტს მისწერა. 

მართალია, მწერალმა სკოლაში მისვლა ვერ შეძლო, მაგრამ საპასუხო წერილი გაუგზავნა მოსწავლეებს.


გთავაზობთ კურტ ვონეგუტის წერილს:

„5 ნოემბერი, 2006

ძვირფასო ხავიერის სკოლავ, მის ლოკვუდ, მისტერ პერინ, მისტერ მაკფილი, მისტერ ბეტენ, მორერ და კენჯიუსტა, მადლობას გიხდით გულთბილი წერილებისთვის. 

თქვენ კარგად გცოდნიათ, როგორ უნდა გაამხნევოთ ბებრუხუნა (84 წლის ადამიანი), რომელსაც დიდი დრო აღარ დარჩენია. საზოგადოებაში უკვე აღარ ვჩნდები, იმიტომ რომ ახლა, არც მეტი, არც ნაკლები, იგუანას ვგავარ. 

რაც თქვენთვის მაქვს სათქმელი, დიდ დროს არ მოითხოვს: მიჰყევით ხელოვნების ნებისმიერ დარგს: მუსიკა, სიმღერა, ცეკვა, მსახიობობა, ხატვა, ძერწვა, ლექსების წერა, მოთხრობების წერა, ესეების წერა, რეპორტაჟების კეთება, სულერთია, როგორ გამოგივათ – ცუდად თუ კარგად. ეს იმისთვის კი არ უნდა აკეთოთ, რომ ფული იშოვოთ ან ცნობილი გახდეთ. მთავარია, ვიღაც სხვად იქცეთ, აღმოაჩინოთ, რაც თქვენშია დაფარული, სულიერად გაიზარდოთ.

სერიოზულად! ამ წუთიდან დაიწყეთ, დაკავდით ხელოვნებით და ცხოვრების ბოლომდე გზიდან არ გადაუხვიოთ. მთელი ცხოვრება ამ საქმეს მოახმარეთ. სასაცილოდ ან ლამაზად დახატეთ მის ლოკვუდი და ეს ნახატი გადაეცით. სკოლის შემდეგ სახლში ცეკვა დაიწყეთ, სააბაზანოში იმღერეთ განუწყვეტლივ. კარტოფილის პიურე კაცის სახეს დაამსგავსეთ. გრაფი დრაკულა განასახიერეთ.

აი, დღევანდელი დავალებაც დ იმედი მაქვს, მის ლოკვუდი ქულას არ დაგიწერთ, თუ ამ დავალებას არ შეასრულებთ: დაწერეთ ექვსსტრიქონიანი ლექსი – რაზეც გინდათ, მაგრამ აუცილებლად გარითმეთ. აბა, რა აზრი აქვს ჩოგბურთის თამაშს, თუ მაგიდაზე ბადე არ იქნება გაბმული. ეცადეთ, რაც შეიძლება კარგი ლექსი დაწეროთ. მაგრამ ამაზე არავისთან ილაპარაკოთ. არავის აჩვენოთ ეს ლექსი,– არც შეყვარებულს, არც მშობლებს, არც ვინმე სხვას, მის ლოკვუდსაც კი - გასაგებია?

მერე პაწაწინა ნაკუწებად დახიეთ და ერთმანეთისგან კარგა მანძილით დაშორებულ ნაგვის ურნებში ჩაყარეთ. მიხვდებით, რომ უკვე მიგიღიათ დიდებული ჯილდო თქვენი ლექსისათვის. მიხვდებით, რომ ვიღაც სხვად ქცეულხართ, ბევრი რამ შეგიტყვიათ იმის შესახებ, რაც თქვენშია დაფარული, სულიერად გაზრდილხართ.

ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!

კურტ ვონეგუტი“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება