სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

''ეტალონსა'' და განათლების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა
18-10-2016
-
+


საგანმანათლებლო მედიაპროექტ "ეტალონსა" და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ერთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ და "ეტალონის" ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა.

მემორანდუმის მიზანია, საქართველოს მასშტაბით არსებულ სკოლებში "ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის“ ხელშეწყობა, რომელსაც "ეტალონი“ განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

"ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი გავაფორმეთ. "ეტალონი" ჩვენი მეგობარი და პარტნიორი, ასევე ყველასთვის საყვარელი პროექტია. ის ახლა განვითარებისა და გაფართოების ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენი სურვილია, რომ სოფლისა და რეგიონის სკოლებში ბავშვების ინტელექტუალური აქტივობა იყოს მუდმივი, არ ჰქონდეს მას პერიოდული ზეიმის ხასიათი და სულ იყვნენ ჩართულნი. სწორედ ამის განხორციელებას ვაპირებთ "ეტალონთან" ერთად. დღეს ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ინტელექტუალური შეჯიბრი, ინტელექტუალური ჭიდილი, ხელს უწყობს ცოდნისა და ინტელექტის განვითარებას. პროექტი მიიღებს ახალ გაქანებას, ახალ მასშტაბებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში ახალგაზრდების ყურადღება მიჯაჭვული იქნება ცოდნისა და განათლების მიღებაზე, თავისი ჭკუითა და ინტელექტით წარმატების მიღწევაზე", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიაპროექტის ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმაც.

როგორც მან აღნიშნა, მემორანდუმზე ხელმოწერას ეროვნული მნიშვნელობა აქვს.

"ფაქტობრივად საქართველოში მოტივირებული განათლების ახალი პერიოდი, ახალი ერა დგება. ჩვენ განათლების მინისტრთან, ბატონ ალექსანდრესთან შევთანხმდით ჯერ კიდევ თვეების წინ, რომ შევქმნიდით "ეტალონის" ისეთ ინტელექტუალურ ტესტებს, რომლითაც ნებისმიერ მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელსაც კი საშუალება ექნებოდა, თავი შეემოწმებინა, როგორია მისი ცოდნის დონე, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება. ჯერ რამდენიმე საპილოტე გასვლა გვქონდა და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა სკოლებისა და ახალგაზრდების ჩართულობამ", - აღნიშნა გოჩა ტყეშელაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება