სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ვინ იყო რობინ ქალანი და სწავლების რა მეთოდი შეიმუშავა
11-04-2017
-
+


ქალანის მეთოდის ავტორი რობინ ქალანი ინგლისში, კემბრიჯშეერის პატარა ქალაქ ელიში დაიბადა და აღიზარდა.  

მეგობრის მიწვევით მან იტალიის ქალაქ სალერნოში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 

იტალიელმა სტუდენტებმა ინგლისური არ იცოდნენ, ხოლო ქალანმა კი იტალიური. 

სალერნოში მუშაობის პერიოდში მან გადწყვიტა თავად შეექმნა ინგლისური ენის პირდაპირი სწავლების მეთოდი.  

სალერნოში საკუთარი სკოლის გახსნა გადაწყვიტა. მის ძირითად მიზანს წარმადგენდა არა სკოლის ამუშავება და მართვა, არამედ წიგნის გამოცემა, სადაც დეტალურად იქნებოდა აღწერილი ქალანის მეთოდით სწავლება. 

იგი ერთადერთი მასწავლებელი იყო და ერთი 12 სტუდენტით დაკომპლექტებული ჯგუფი ჰყავდა. ძალიან მალე ქალანის მეთოდის ეფექტურობამ სკოლაში სწავლის მსურველების რაოდენობა გაზარდა და ქალანს მეცნიერული სამუშაოსათვის დრო აღარ რჩებოდა. მან სხვა მასწავლებლების დაქირავება დაიწყო. 

დაახლოებით 10 წელი იმუშავა რობინ ქალანმა სალერნოში. ამ პერიოდის განმავლობაში ქალანის სკოლა სალერნოში ყველაზე დიდი ენის შემსწავლელი სკოლა გახდა. 

სამი თვის განმავლობაში მილანში ქალანის სკოლას უკვე 300-ზე მეტი სტუდენტი ჰყავდა. მოკლე პერიოდში რობინ ქალანმა იტალიაში კიდევ 10 სკოლა გახსნა, რომლებიც სამართავად ასისტენტებს გადასცა, თვითონ კი ინგლისში დაბრუნდა. 

ინგლისში დაბრუნებისთანავე მან ოფისი ქალაქ ლონდონში ოქსფორდის ქუჩის 62-ში გახსნა, სადაც ქალანის მეთოდისთვის მასწავლებლების მომზადებას შეუდგა, მათი სხვა ქვეყნებში სამუშაოდ გაგზავნის მიზნით. 

საბოლოოდ ოფისი ქალანის სკოლად გადაკეთდა და რამოდენიმე წელიწადში გაფართოების მიზნით ოქსფორდის ქუჩის 139-ში გადავიდა, სადაც ის დღესაც მდებარეობს და მსოფლიოში ენის შემსწავლელ ყველაზე დიდ სკოლას წარმოადგენს.

ათეული წლების მუშაობის შედეგად დღესდღეობით ქალანის მეთოდი მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

ქალანის მეთოდი მსოფლიოს დაახლოებით 45 ქვეყანაში გამოიყენება. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება